„მანქანებში უნდა დამონტაჟდეს სენსორები, რომელიც ნასვამ მოქალაქეს ავტომობილის მართვის შესაძლებლობას არ მისცემს“ – ლადო კახაძის ინიციატივა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლადო კახაძემ პარლამენტის პლენალურ სხდომაზე განაცხადა

-„მანქანებში უნდა დამონტაჟდეს სენსორები, რომელიც ნასვამ მოქალაქეს ავტომობილის მართვის შესაძლებლობას არ მისცემს. მე ეს თემა გავხსენი სოციალურ ქსელში.

ნანოტექნოლოგიები ისეთ მაღალ დონეზე ავიდა, სენსორების მომზადებაც შესაძლებელია, – მძღოლი საჭესთან თუ ნასვამი თუ იქნება, იმ დასაშვები ნორმის ზემოთ, მანქანის ძრავა არ ჩაირთოს. ალკოჰოლს ორგანიზმი ვერ დამალავს, როგორც არ უნდა შეეცადოს. ეს არის ძალიან ადვილი მისაღწევი, ოღონდ, ეს უნდა მოინდომოს ვიღაცამ, უნდა მოინდომოს მეცნიერებამ “.

კომენტარები