მართა-მარიამ ბაგრატიონი, იგივე მარიამ ალანელი

მართამარიამ ბაგრატიონი, იგივე მარიამ ალანელი 1050 წელს დაიბადა. 1118 წელს 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის იყო ბაგრატ მეოთხის და მისი მეორე ცოლისბორენას ქალიშვილი. 1065 წელს ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე დუკამ ბაგრატს სთხოვა რომ თავისი შვილისთვის, მიხაილისთვის მიეთხოვებინა მართა. მართამარიამ ბაგრატიონდუკასის ბრძანებით, პირველად შედგა საქორწინო კონტრაქტი, სადაც მარიამმა გარკვევით ჩააწერინა, რომ ყოველი ცოლქმრული ცხოვრების წინ, იმპერატორ მიხაილის დუკასს აუცილებლად უნდა ებანავა. ამის სწავლება ნამდვილად სჭირდებოდა მაშინდელ ბიზანტიას, ვინაიდან ანტიკური დიდი ბერძნული ტრადიციები საკმაოდ შებღალული და დავიწყებული გახლდათ. შეთანხმება შედგა და 1074 წელს წყვილს მემკვიდრეც შეეძინაკონსტანტინე პორფიროგენეტი.

მარიამი დიდი პოლიტიკური მოღვაწე გახდა და ძალიან ბევრი პოლიტიკური და ცხოვრებისეული ქარტეხილი გადაიტანა. ის რეალურად მართავდა ბიზანტიის იმპერიას. იმდენად წარმატებული მოღვაწე გახდა, რომ მიუხედავად იმისა, ბიზანტიელები სხვა ერებს არ წყალობდნენ, გარდა ბერძნებისა, მაშინდელი ბიზანტიელი ისტორიკოსები ვერ მალავენ აღფრთოვანებას მისი გონების და სილამაზის წინაშე. დედოფალი, რომელიც მაშინდელი სამყაროს სუპერსახელმწიფოს პირველ პირად მოვლენილიყო, არ ივიწყებდა თავის ქვეყანას და ეხმარებოდა თავის ძმისშვილს, დავით აღმაშენებელს საჭირო რეფორმების გატარებაში. დედოფალი პირადად ესწრებოდა რუისურბნისის საეკლესიო კრებას, სადაც ჩატარდა მისი და დავითის ხელმძღვანელობით უღირსი მღვდლების განკვეთა ეკლესიიდან და პრობერძნული, პრობიზანტიური, მოღალატე მღვდელთმთავრების ჩანაცვლება ქართული სახელმწიფოს ერთგული სასულიერო პირებით. მარიამ ბაგრატიონდუკასის რჩევითვე დავით აღმაშენებელმა დააარსა იყალთოს და გელათის სამეცნიერო აკადემიები, სადაც მაშინდელი მსოფლიოს უდიდესი სამეცნიერო, ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო ლიტერატურა და მიღწევები, ასევე უძველესი ბერძნული თუ სხვა ცივილიზაციების შემორჩენილი ლიტერატურა და ფილოსოფია ითარგმნებოდა ქართულ ენაზე. საუკეთესო მოსწავლეები კი სწორედ მარიამის დახმარებით აღმაშენებელს უცხოეთში გაჰყავდა, რათა მიეღოთ საუკეთესო ბიზანტიური განათლება და შემდეგ ისევ სამეფოს სამსახურში აბრუნებდა უკან.

მარიამ დედოფლის მოთხოვნით, ათონის მთაზე მოღვაწე ყველა ბერს ეროვნებით მოიხსენიებდნენ მემატიანეები საეკლესიო კრებულებში და ჟამთააღწერაში, რომ იბერიელი ბერმონაზვნების მიერ გაწეული დიდი ღვაწლი ვერავის მიეთვისებნა მომავალში. მარიამი ევროპის ისტორიის ერთერთ უდიდეს პოლიტიკოს ქალადაა აღიარებული.

კომენტარები