მარ­თვის მოწ­მო­ბის აღე­ბა ძვირ­დე­ბა

მარ­თვის მოწ­მო­ბის აღე­ბა ძვირ­დე­ბა. სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი პარ­ლა­მენ­ტში უკვე წარა­დგი­ნეს.

ცვლი­ლე­ბის შე­დე­გად, თე­ო­რი­ულ გა­მოც­და­ზე დაშ­ვე­ბა 40 ლა­რის ნაც­ვლად 20 ლარი გახ­დე­ბა. რთულ­დე­ბა და შე­და­რე­ბით გაძ­ვირ­დე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­და. გამოცდა ორე­ტა­პი­ა­ნი ხდე­ბა. მო­ქა­ლა­ქე­ებს ჯერ შიდა მო­ე­დან­ზე, ხოლო შემ­დეგ რე­ა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში მო­უ­წევთ პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა.

პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, მე­ქა­ნი­კუ­რი და ავ­ტო­მა­ტუ­რი გა­და­ცე­მა­თა კო­ლო­ფის მქო­ნე ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე გა­მოც­დის ფა­სე­ბი გა­თა­ნაბრდე­ბა. შე­დე­გად, ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში გა­მოც­და­ზე ყო­ვე­ლი გას­ვლა 40 ლარი ეღი­რე­ბა.

„თუ აქამ­დე თე­ო­რი­უ­ლი გა­მოც­დის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 40 ლარი იყო, ახლა 20 ლა­რამ­დე შემ­ცირ­დე­ბა, ხოლო შე­დე­გე­ბის მოქ­მე­დე­ბის ვადა 1 თვი­დან 1 წლამ­დე იზ­რდე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა პრაქ­ტი­კულ გა­მოც­დას, ახალ ეტაპს ახა­ლი სა­ფა­სო პო­ლი­ტი­კა მო­აქვს. B (მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლის) კა­ტე­გო­რი­ის მარ­თვის მოწ­მო­ბის­თვის ჩვენ მიერ კა­ნონ­ში წარ­დგე­ნი­ლი სა­ფა­სუ­რი 90 ლა­რია, ხოლო სხვა კა­ტე­გო­რი­ე­ბის­თვის – 150 ლარი.

და­ხუ­რულ მო­ე­დან­ზე გა­მოც­დის ჩა­სა­ბა­რებ­ლად კი, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ავ­ტო­მა­ტუ­რი და მე­ქა­ნი­კუ­რი გა­და­ცე­მა­თა კო­ლო­ფის მქო­ნე ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის­თვის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­ფა­სო ტა­რი­ფე­ბი მოქ­მე­დებ­და. წარ­მოდ­გე­ნი­ლი ცვლი­ლე­ბით სა­ფა­სუ­რე­ბი გა­თა­ნაბრდე­ბა და გა­მოც­დის ჩა­სა­ბა­რებ­ლად და­ხუ­რულ მო­ე­დან­ზე ავ­ტო­მო­ბი­ლით ყო­ვე­ლი გას­ვლა – ავ­ტო­მა­ტუ­რი თუ მე­ქა­ნი­კუ­რი ტი­პის გა­და­ცე­მა­თა კო­ლო­ფით – 40 ლარი ეღი­რე­ბა. 

 

 

 

კომენტარები