მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩასაბარებლად რეგისტრაცია ელექტრონულად იქნება შესაძლებელი
მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩასაბარებლად დარეგისტრირება, 20 მაისიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე sa.gov.ge-ზე იქნება შესაძლებელი.
ინფორმაციას, აღნიშნულის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ახალი სერვისი მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე რეგისტრაციას უფრო მოქნილს ხდის – მოქალაქეები შეძლებენ თავად აირჩიონ რეგისტრაციის სასურველი ფორმა და წინასწარ, სახლიდან გაუსვლელად დაგეგმონ გამოცდის ადგილი, თარიღი და დრო”, – ნათქვამია განცხადებაში
მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე ელექტრონულად დარეგისტრირების გარდა, გამოცდაზე რეგისტრაცია მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ სერვის-ცენტრშია შესაძლებელი.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე – 032 2 41 91 91 და სააგენტოს ფეისბუქ-გვერდზე.