„ახლა ველოდები კონკრეტულ ზარს კონკრეტული წინადადებებით, დაგეხმარებით“-გიორგი ფხაკაძე

-„მართლა მიხარია, მთავრობა რომ მისმენს.
ახლა ველოდები კონკრეტულ ზარს კონკრეტული წინადადებებით, დაგეხმარებით ამ ინიციატივის პრაქტიკაში განხორციელებაში.
ყველამ ვიცით, რომ ეს ჩემს გარეშე არ/ვერ გამოგივათ.
კიდევ ერთხელ ვაცხადებ საჯაროდ,-  „დაგეხმარებით!“.
ისე არ დამთავრდეს, რომ ჩემი მოსაზრება გაიზიარეთ და ყველაფერი პიარის დონეზე დარჩეს.
მე, გიორგი ფხაკაძე ამ საქმეს ვიწყებ დღეიდან.
ეს ჭირდება ჩვენს ქვეყანას, ეს ჭირდება ჩვენს ეკონომიკას, ეს ჭირდება ჩვენს ხალხს!
„იმოგზაურე საქართველოში უსაფრთხოდ”, –  ეს არის ინიციატივა ყველასთვის!“- წერს პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე – ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებას ეხმაურება.
კომენტარები