მართლმადიდებლებო გილოცავთ! 6 ოქტომბერი წმიდა მოწამე რაისას (ირიადას) ხსენების დღეა

წმიდა მოწამე რაისა (ირიადა) ქალწული ქალაქ ალექსანდრიიდან იყო და ერთ-ერთ სავანეში მოსაგრეობდა. ერთხელ, მონასტრიდან მორჩილების საქმეზე გასულმა ნეტარმა ხომალდი შენიშნა, რომელზეც ქრისტესთვის პყრობილები იმყოფებოდნენ.

ნეტარი რაისა ნებით შეუერთდა ტყვეებს. როცა ხომალდი ეგვიპტის ქალაქ ანტინოეში გაჩერდა, რაისა (ირიადა) პირველი გადასცეს საწამებლად და მახვილით განგმირეს. მის შემდეგ სხვა მარტვილებმაც თავიანთი ერთგულება ჭეშმარიტი სარწმუნოებისადმი სისხლის დათხევით დაამტკიცეს.

 

კომენტარები