„მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თბილისში განვითარებული მოვლენების დროს ბევრი რამ გააკეთეს რისკების თავიდან ასაცილებლად“

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გადაცემაში “SWOT ანალიზი” განაცხადა:

„მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თბილისში განვითარებული მოვლენების დროს ბევრი რამ გააკეთეს რისკების თავიდან ასაცილებლად. ანსამბლეის სამდივნოს მხრიდან შემოთავაზებული იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მედლით თუ ორდერით დაეჯილდოებინა რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რაც თავიდან აიცილეს იმით, რომ პრეზიდენტს სთხოვეს საერთოდ არ მისულიყო ანსამბლეის გახსნაზე.

ასამბლიის სამდივნოს მხრიდან შემოთავაზებული იყო, რომ მხოლოდ რუსეთის და საქართველოს პატრიარქები წარდგენილიყვნენ სიტყვით ანსამბლეის გახსნაზე, რა რისკიც გაანეიტრალეს იმით, რომ სხვა ქვეყნების პატრიარქებსაც მიეცათ სიტყვის თქმის უფლება.

19 ივნისს დავანახეთ რამდენიმე რისკი, რომელსაც ანსამბლეის სამდივნო გვთავაზობდა, მაგალითად ჩვენ შემოგვთავაზეს გავრილოვის დაჯილდოება გარკვეული მედლით თუ ორდენით და ეს უნდა გაეკეთებინა საქართველოს პრეზიდენტს, ამ მიზეზით ვთხოვეთ პრეზიდენტს მონაწილეობა არ მიეღო ასამბლეის გახსნაში და გავანეიტრალეთ ეს რისკი. ეს იყო პირველი რისკი.

იყო ასევე შემოთავაზება, რომ 2 ქვეყნის პატრიარქის სიტყვები ყოფილიყო წარმოდგენილი გახსნაზე, ილია მეორესი და რუსეთის პატრიარქის, მასპინძელ ქვეყანასთან ერთად მხოლოდ ერთი ქვეყნის პატრიარქის მიმართვა უნდა ყოფილიყო წარდგენილი. შესაბამისად, ჩვენ თვითონ ვიზრუნეთ იმისათვის, რომ რამდენიმე მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის სიტყვები მოგვეპოვებინა და წარგვედგინა ასამბლეაზე”, — განაცხადა მან…იყო ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი, ფაქტორი რაზეც მივიღეთ ზომები და რა რისკებიც გავანეიტრალეთ ასამბლეასთან დაკავშირებით.

ოპოზიციამ მათ წინასწარ იცოდა ყველაფრის შესახებ, მათ შორის რისკების განეიტრალების შესახებაც, თუმცა მისი თქმით, ოპოზიციის ინტერესი არ იყო ამ პროცესში ჩართვა, რადგან წინასწარ ჰქონდათ გეგმა და ელოდებოდნენ საბაბის მიცემას“.

კობახიძე, უარყო, რომ გავრილოვს ჰქონდა ოკუპაციის კანონი დარღვეული და მონაწილეობდა აფხაზეთის ომში. ეს გადამოწმებული ჰქონდათ და კანონისმიერი საფუძველი მისი არშემოშვების არ არსებობდა.

კომენტარები