მარიამ გეგუჩაძე და ნოდარ რუხაძე “მთავარი არხის” წამყვანები ხდებიან

როგორც ჩანს აქციაზე დღე და ღამე დგომა ახალგაზრდა აქტივისტებს დაუფასდათ და როგორც გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში წერს ნოდარ რუხაძემ და მარიამ გეგუჩაძემ მთავარ არხზე დაიწყეს მუშაობა-

“რაცა ვართ, ესა ვართ….ხან არა გვიშავს, ხან უარესად, იშვიათად კი უკეთესად…

წარსულის მქონე მომავლის პარტია გვინდა, რომ აღმოვჩნდეთ.

პოლიტიკა კომპრომისებია, ჩვენთვის ხანდახან მძიმეა საკუთარი კომპრომისი.
ხშირად რესპუბლიკელების კომპრომისის ზღვარი ზოგის უკომპრომისობის მიუღწეველი ზღვარიცაა…

ღირებულებების და პოლიტიკური კონიუნქტურის თანაფარდობაა პოლიტიკა.

უფრო ხშირად ვახერხებთ, რომ თავისუფლება იყოს მთავარი ორიენტირი.
” მთავარი ღირებულება არის ადამიანი” – ასე იწყება ჩვენი წესდება…

თავისუფლება, თანასწორობა, ტოტალიტარულ და ავტორიტარულ გამოვლინებებთან შეუგუებლობა, ხელისუფლებასთან შეზრდილი, რუსული გავლენების მქონე საპატრიარქოს უმრავლესობის მხილება და მასთან შეუპოვარი დაპირისპირება….თავისუფალი ბაზარი, ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის გარდაუვალობა, პატრონყმული ურთიერთობების ნებისმიერი გამოვლინების მხილება და დამარცხება….” ადამიანს მისჯილი აქვს, იყოს თავისუფალი” – ეს გათავისებული გვაქვს.

პოლიტიკაში პარტნიორები მუდმივი არაა. ამასთანავე, პარტნიორებთან ყოველთვის პირნათელნი ვართ – მოავტორიტარო და/ან ღირებულებების საწინააღმდეგო ტენდენციებს არ ვეპუებით.

სუსტი პარტია ვართ ორგანიზაციულად;ხმების, მანდატების რაოდენობის თვალსაზრისითაც. გავლენიანი ძალა ვყოფილვართ ქვეყნის სტრატეგიული განვითარების ვექტორის მონიშვნით და დაცვით და მეტწილად, უზრუნველყოფითაც კი….ძნელია, თურმე, არ გაგვიწიონ ანგარიში ხელისუფლებისთვის მებრძოლმა ჩვენზე ძლიერმა ადამიანებმა და პარტიებმა…

” ვიყვეთ არავისი და ვმსახურებდეთ არავის, თვინიერ დამბადებლისა” – ესაა 1979 წ. გამოცემული პარტიის ორგანოს, ჟურნალ ” სამრეკლოს” სლოგანი…

მომავლის პარტიაო- ამბობდნენ და ამბობენ ჩვენზე – ზოგი დაცინვით, ზოგიც გულწრფელად.
არ მივაქანებთ ლევანი, მე, იმდროიდელი არალეგალი რესპუბლიკელი ირაკლი ჩავლეიშვილი თუ ამ საუკუნეში გარესპუბლიკელებული დათო ზურაბიშვილი, ჩვენი უხუცესი და ყველაზე თანამედროვე ეკლიანი ინტელექტუალი გურამ ბერიშვილი და კაი გაყოლა ხალხი კიდე( სულ ძველი რამდენიმე რესპის კეთილგანწყობილი მეთვალყურეობაც არ გვაკლია) რესპუბლიკურ პარტიას სიბერისკენ. ხათუნა და თამუნა, უკვე პოლიტიკურ და ღირებულებით ბატალიებში გამობრძმედილნი, ხდებიან პარტიის სახე, დღევანდელობა და (კიდევ უფრო) მომავალი….სხვაც ბევრი.

ღირებულებები პოლიტიკურ კონიუნქტურაზე წინ დგას დღევანდელი რესპებისთვის, გაგვირისკავს კიდეც… ადრეც ხშირად იყო ასე, ყოველთვის ვერა.

ყველას ვულოცავ, ვისაც არ ეთაკილება რესპუბლიკურ პარტიაში გატარებული წლები.”-გიგა მაქარაშვილი

მოამზადა ნათია ბერიშვილმა

კომენტარები