მარიამ ხატისკაცს პოლიციაში დარეკვა სურდა, მაგრამ ამირხანაშვილმა და ახვლედიანმა უთხრეს, ყველაფერი კარგად იქნებაო“ – ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესზე დღეს მოწმე მარიამ ხატისკაცი გამოიკითხა. 

ანა გაბეჩავას დაბადების დღის წვეულების სტუმარი სასამართლოში ამტკიცებდა, რომ მას პოლიციაში დარეკვა სურდა, ამის უფლება საქმის ოქროს მოწმეებმა, გურამ ამირხანაშვილმა და ვახო ახვლედიანმა არ მისცეს.

-„სასამართლო სხდომაზე ხატისკაცმა განაცხადა, მას უნდოდა პოლიციაში დარეკვა, ვახო ახვლედიანმა და გურამ ამირხანაშვილმა ის დაარწმუნეს, პოლიციაში არ დაერეკა.ამირხანაშვილი და ახვლედიანმა უთხრეს, ყველაფერი კარგად იქნებაო. ქათამაძემ დაადასტურა, რომ ერთ-ერთმა პიროვნებამ ნომერი ნამდვილად გაუცვალა. მათ შორის ინციდენტს ადგილი არ ჰქონია,”– განაცხადა ადვოკატმა ზაქარია გვიშიანმა.

არსებითი განხილვა სასამართლოში 5 საათზე დიდხანს გაგრძელდა, სხდომა პარასკევს განახლდება.

 

კომენტარები