მარია ზახაროვა: „დისკუსიას იმის თაობაზე, თუ ვინ წარმოადგენს თბილისში რუსეთს ევროპის საბჭოს მინისტერიალზე პროვოკატორები თავიანთი ვიწრო ინტერესებისთვის იყენებენ“

-„დისკუსიას იმის თაობაზე, თუ ვინ წარმოადგენს თბილისში რუსეთს ევროპის საბჭოს მინისტერიალზე პროვოკატორები თავიანთი ვიწრო ინტერესებისთვის იყენებენ, სუვერენულ ქვეყანაში არაფერი უნდა იცვლებოდეს სხვა სახელმწიფოს წარმომადგენლის ჩამოსვლით ან არ ჩამოსვლით. ეს  იმას ნიშნავს, რომ იქ რაღაც ისე არ არის. ეს ნიშნავს, რომ პროვოკატორები თავიანთი ვიწრო ინტერესებით მოქმედებენ.

რუსეთი საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოდ აღიქვამს, რომელსაც თავისი ინტერესები აქვს.

ვიდრე საქართველოს შიდაპოლიტიკური ვითარება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ ვინ ჩამოვა რუსეთიდან და ვინ არა, პრობლემები იქნება. სულ ეს არის. იქიდან გამომდინარე, თუ ვინ ჩამოდის შენთან, მთავრობა არ უნდა მიდიოდეს, მინისტრები არ უნდა იცვლებოდნენ“, –  განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ, რადიოსადგურ „კამსამოლსკაია პრავდას“ ეთერში.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრის, გრიგორი კარასინის  განცხადებით:

„რუსეთი თბილისში დაგეგმილ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს. ამ ეტაპზე უცნობია, ვინ გაემგზავრება თბილისში რუსეთის მხრიდან“.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა 14-15 მაისს გაიმართება.

 

კომენტარები