მარია ზახაროვა თბილისის მოვლენებზე: რადიკალების პროვოკაცია, პარტიებს შორის ბრძოლა ძალაუფლებისთვის
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა გუშინ თბილისში, პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელის საშუალებით აფასებს.
“სიგიჟის სიმღერა. ბევრის თქმა შეიძლება და უკვე ითქვა კიდეც თბილისის მოვლენებზე. რადიკალების პროვოკაცია, პარტიებს შორის ბრძოლა ძალაუფლებისთვის. პოლიტიკა. დემოკრატია. მე არ ვარ ირონიული – ეს თანამედროვე სამყაროს რეალობაა.
თბილისმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, რომელთა დაბრუნებაც ასე ძალიან სურს, საკუთარი კეთილგანწყობა და სამშვიდობო პოტენციალი დაანახა”– წერს ზახაროვა სოციალურ ქსელში.
ზახაროვა აღნიშნავს, რომ რუსი დეპუტატები თბილისში ქართული მხარის მოწვევით, სამშვიდობო მიზნებით იმყოფებოდნენ, რათა მონაწილეობა მიეღოთ “მართლმადიდებლურ საპარლამენტთაშორისო ასამბლეის” 26-ე სესიაში.