მარია ზახაროვა მიხეილ სააკაშვილს: ისევ? ისევ ახალი უკრაინა? და რა ააშენეთ 2014 წლიდან?
რუსეთის საგარეო უწყების ოფიცალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა, საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს:
„სააკაშვილი აცხადებს, რომ ახალ პრეზიდენტთან და ახალ გუნდთან ერთად ახალი უკრაინის აშენებას აპირებს. ისევ? ისევ ახალი უკრაინა? ახლა ყოველ 5 წელიწადში ერთხელ დაიწყება ახალი დიდებული ქვეყნის მშენებლობა და რა ააშენეთ 2014 წლიდან? ან მანამდე, იუშენკოს დროს?” _ აცხადებს მარია ზახაროვა.