მარინა ეზუგბაია: „პისიარ“ ტესტის ყველაზე მაქსიმალური სენსიტიური მგრძნობელობა არის 85 პროცენტი.  ამ საკითხზე საუბარი“

კითხვაზე, იძლევა თუ არა „პისიარ“ ტესტი სრულყოფილ პასუხს ახალ კორონავირუსზე?

თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა:

-„პისიარ“ ტესტის ყველაზე მაქსიმალური სენსიტიური მგრძნობელობა არის 85 პროცენტი.  ამ საკითხზე საუბარი სამი თვეა, მიმდინარეობს და სიახლეს არ წარმოადგენს. ამაზე ვსაუბრობთ სამი თვეა. ეს არ არის ახალი ინფორმაცია. ამაზე აქცენტირება მაინცდამაინც დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობით არ არის. ყველა ტესტს სხვადასხვა მგრძნობელობა აქვს. „პისიარ“ ტესტის ყველაზე მაქსიმალურით, სენსიტიური მგრძნობელობა არის 85 პროცენტი. ეს ასეა. მარტო „პისიარ“ ტესტირება არ არის საკმარისი. მასთან ერთად, საჭიროა პაციენტის კლინიკური მდგომარეობისა და ანამნეზის შეფასება – ცხოვრების ჩვეულებრივი ანამნეზი, ეპიდემიოლოგიური ანამნეზი.

ტესტირება ინფექციის დამადასტურებელია. გადამოწმება შესაძლებელია სეროლოგიური კვლევით.

 როცა  კოვიდინფიცირებაზე ვსაუბრობთ, ტესტირება არის დამადასტურებელი. გამოვთქვამთ ეჭვს, პაციენტს ხომ არა აქვს არსებული მონაცემების გათვალისწინებით კოვიდინფექცია, მაღალი ეჭვი შეიძლება, იყოს. ამ შემთხვევაში, როდესაც შესაძლებელია „პისიარ“ ტესტირება უარყოფითი იყო, მოხვდეს იმ მედიანაში, 15 პროცენტში, არსებობს კლინიკა, არსებობს სეროლოგიური კვლევები და მისი გადამოწმება შეიძლება. ამ ცდომილების გადაფარვა თავისუფლად ხდება ყველა მონაცემის შეფასებითა და შეჯერებით. მოდით, ასე ვთქვათ, ამ 15-პროცენტიან ცდომილებას ფარავს ექიმის უნარ-ჩვევები და მისი პროფესიონალიზმი.

 ეს არის ოქროს სტანდარტი. დანარჩენი სახის ტესტი არის დამხმარე.  კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ოქროს სტანდარტთან ერთად არის პროფესიონალიზმი, უნარ-ჩვევები და კვლევის სხვა მეთოდები. თუ მაღალი ალბათობით ეჭვი გვაქვს, რომ არის კოვიდინფიცირებული, მაგრამ „პისიარ“ ტესტირებით მივიღეთ ნეგატიური პასუხი, უნდა ჩავრთოთ სხვა მონაცემებით კორელაცია“.

კომენტარები