მარინა ეზუგბაია: „რეგულაციებსა და მის აღსრულებაზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს- არის ინფიცირებულების მატება“

საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

-„ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1773 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა 1325-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე,  სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

რეგულაციებსა და მის აღსრულებაზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს. გუშინდელი და დღევანდელი მონაცემები მიუთითებს, რომ ქვეყანაში არის ინფიცირებულების მატება, ეს არსებული რეგულაციების კონტროლს ითხოვს. რეგულაციებსა და მის აღსრულებაზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს. თავყრილობა იმაზე მეტი, რომელიც რეგულაციის დაცვას საჭიროებს, საშიშროებას წარმოადგენს.

ასეთი მონაცემები არ იძლევა საშიშროებას, რომ ჯანდაცვის სისტემა ამას ვერ გაუმკლავდება. ჩვენ ვფიქრობთ, ასეულები არ განვითარდეს. სამი, ოთხი და ხუთი ათეული არის ის მონაცემები, რომელსაც ჯანდაცვის სისტემა გაუმკლავდება“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1773 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1325-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ინფიცირების კვლავ მაღალი მაჩვენებლია აჭარაში, – დღეს 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ათი პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია. სულ, აჭარაში 2700 ადამიანი გამოიკვლიეს.

25 ახალი შემთხვევიდან 10-ის ინფიცირების წყარო უცნობია, 7 უკავშირდება ხოფის ბაზრობას, ერთი  საკონდიტრო „დონას“. კორონავირუსის 3 შემთხვევაა დაფიქსირებული შემოსავლების სამსახურში. აჭარაში ფართოვდება ტესტირება, უკვე ცნობილია, დღეს დაემატება კიდევ ორი კარავი, სადაც მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტირების ჩატარება შეეძლებათ. ერთი კარავი ხოფის ბაზრობაზე, მეორე კი ავტოსადგურთან განთავსდება.

ამჟამად აჭარაში ინფიცირებულებს მხოლოდ რესპუბლიკური საავადმყოფო იღებს, არ არის გამორიცხული, კორონავირუსით ინფიცირებული სხვა კლინიკაშიც მოთავსდნენ.

კომენტარები