მარინა ეზუგბაია: „შეზღუდვების თანდათან მოხსნა არ ნიშნავს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების თავისუფალ ქცევას“

-„მეტ-ნაკლებად ქართველებმა, მიუხედავად თავიანთი განსხვავებული ხასიათისა, მაინც ძალიან კარგად გადალახეს ეს პერიოდი, შეზღუდვებს დაემორჩილნენ. აქედან გამომდინარე, შედეგებიც ძალიან კარგი გვაქვს. მივმართავ მოსახლეობას,  ამ ღონისძიებების მოხსნასთან ერთად უნდა გადაწყვიტოს თვითონ და აუცილებლად გააგრძელოს ის მაქსიმალური თვითშეზღუდვა. არ არის აუცილებელი, ვიღაცამ შეგზღუდოს, როცა შენ იცი, რომ ქვეყანას სჭირდება, როცა შენ გვერდზე მყოფს სჭირდება, ყველას სჭირდება. შენს თავს უნდა უთხრა, რომ მართალია, შეზღუდვები შემცირდა, მაგრამ დავიტოვებ ამ შეზღუდვებს მაქსიმალურად, ვეცდები, რომ არაფერი გავაფუჭო სამომავლოდ. თუ ჩვენ ყველანი, თქვენ, მე და ყველა ასე მოვიქცევით და შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად თვითშეზღუდვებს არ მოვიხსნით, მაშინ ეს დაბრკოლება, რომელიც გადალახულია, შენარჩუნდება და გამოსავალი იქნება კარგი.

შეზღუდვების თანდათან მოხსნა არ ნიშნავს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების თავისუფალ ქცევას“ – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

კომენტარები