მარინა ენდელაძე: „ამჟამად ყველაზე საშიში არის თბილისი – კორონავირუსის 179 შემთხვევა“

საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, უმრავლესობა აჭარაში გამოვლინდა.

-„ამჟამად ყველაზე საშიში არის თბილისი და უნდა მოვახერხოთ რეგულაციების სრულყოფილად დაცვა.

ეს გამოიწვია რეგულაციების დაუცველობამ და გაუფრთხილებლობამ. ჩვენ ყოველდღე ვამბობთ, რეგულაციების დაცვა აუცილებელია, ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ თბილისს, მოსახლეობის სიმჭიდროვის, რაოდენობის გათვალისწინებით, ამჟამად ყველაზე უფრო საშიში არის თბილისი, რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ რეგულაციების სრულყოფილად დაცვა.

„გამოვლინდა 527 ახალი შემთხვევა, რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: საბედნიეროდ, შემცირდა აჭარაში რაოდენობა, სადაც დღეს არის 190 შემთხვევა, თბილისში – 179 , იმერეთში – 91, ქვემო ქართლში – 28, შიდა ქართლში – 10, მცხეთა – მთიანეთში – 3, გურიაში – 3, კახეთში – 11, სამცხე- ჯავახეთში – 1“, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა, მარინა ენდელაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 10 752 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 5 866 ადამიანი, 72 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კომენტარები