მარინა ენდელაძე: „დავინდოთ საკუთარი თავი, სახელმწიფო – დაგვინდეთ ექიმებიც, – ძალიან რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა“

-„დედაქალაქისა და მთელი საქართველოს მოსახლეობას მოვუწოდებ, გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს, სახელმწიფოს და ექიმებს. ძალიან რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა

თბილისში ახალი შემთხვევების ასეთი ზრდა ისევ და ისევ რეგულაციების დაუცველობას უკავშირდება.

საქართველოში უკვე ვირუსის აქტიური გავრცელებაა, აუცილებელია რეგულაციების დაცვა“, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევიდან 366 თბილისში დაფიქსირდა.

აჭარაში 286 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (გუშინ – 189 იყო), იმერეთში – 104 (გუშინ 150 იყო); სამეგრელო ზემო-სვანეთი – 57 (გუშინ 3 იყო); ქვემო ქართლში – 44; შიდა ქართლში – 21; კახეთსა და გურიაში – 13. მცხეთა მთიანეთი – 11; სამცხე ჯავახეთი – 3, რაც შეეხება რაჭა ლეჩხუმს, იქ ერთი შემთხვევა დადასტურდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 14 440 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 7 367 ადამიანი, გარდაიცვალა 113 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 5590 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები