მარინა ენდელაძე: „სიმართლე გითხრათ, მენატრება შვილიშვილების ჩახუტება, ვცდილობ, არ ჩავეხუტო და არ მოვეფერო“

კორონავირუსით დაინფიცირდა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, მეუღლესთან ერთად. როგორია თავად მარინა ენდელაძის და მისი კოლეგის, მარინა ეზუგბაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა? 

-„მე კოვიდი არ დამმართნია, მაგრამ გადაღლილი ვარ. ყველა ძალიან გადავიღალეთ. ბევრი პაციენტია, არა მხოლოდ სტაციონარში. ჩემი ტელეფონი მთელი დღის მანძილზე არ ჩერდება. მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველას დავეხმაროთ. ბევრი უცნობი რეკავს, ყველასთან ვახერხებთ კომუნიკაციას. ფაქტობრივად, ომში ვართ, ისე ვმუშაობთ. ღამეც არ ჩერდება ჩემი ტელეფონი. მთელი ღამე ზარებს ვპასუხობ, ვერ გავთიშავ, რადგან უჭირთ ადამიანებს და უნდა დავეხმაროთ.

თვითონ მიფრთხილდება ძალიან. ვუთხარი, სამსახურში არ დავინფიცირდები, იქ ვიცავ თავს, შენ არ მომიტანო-მეთქი. შესაბამისად, ცდილობს დაიცვას ყველა რეგულაცია და არ მომიტანოს ვირუსი. გვაქვს პირობები, შეგვიძლია ერთმანეთისგან იზოლირებულად ვიყოთ. სიმართლე გითხრათ, მენატრება ჩახუტება, მაგრამ ვცდილობ, არ ჩავეხუტო და არ მოვეფერო. მე სულ კონტაქტი მაქვს ინფიცირებულებთან და რა დროს, რა იქნება არ ვიცი. თვითონ მიწყობს ხელს ჩემი შვილიშვილი, ძალიან კარგი ბიჭია“, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას.

 მარინა ენდელაძე სახლში შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს.

 

კომენტარები