მარნეულში გველის კბენის შემთხვევა დაფიქსირდა

მარნეულში ქვეწარმავლის კბენის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ეთერ ლაფერაძე ავრცელებს. მისი თქმით, შემთხვევა მაისის თვეში მოხდა.
გველმა ქვემო სარალში მცხოვრებ მამაკაცს უკბინა, რომელსაც ვაქცინა გაუკეთეს და სამედიცინო დაწესებულება 24 საათში დატოვა.
„საჭირო ვაქცინა რაიონში ყოველთვის გვაქვს. არ არის დეფიციტი. მარაგში არის მარნეულის ავერსის კლინიკაშიც და ჯეო ჰოსპიტალშიც“ – თქვა ლაფერაძემ.
ლაფერაძის თქმით, წელს ეს გველის დაკბენის პირველი შემთხვევაა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

კომენტარები