მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა გზების, წყალმომარაგების და გაზიფიცირების პრობლემები

პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში გამართულ შეხვედრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, პარლამენტის წევრ ლევან მგალობლიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

მოსახლეობასთან შეხვედრები სოფელ ბანძაში, ონოღიასა და ვედიდკარში გაიმართა.

შეხვედრაზე მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტებად გამოკვეთა შიდა გზების, წყალმომარაგების და გაზიფიცირების პრობლემები.

საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის პროგრამებსაც, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები მოსახლეობასთან სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს.

კომენტარები