მარტვილში ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ გაიხსნა

მარტვილში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ გაიხსნა. ფესტივალში საქართველოს, ტაილანდის, სლოვაკეთის, ბულგარეთის, უკრაინის დაბელორუსიის ფოლკლორული ანსამბლები და ჯგუფები მონაწილეობდნენ.
გახსნის ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ლევან წულაია, ადგილობრივი თვითმმართველობისორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე ლაშა გვასალია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
კონცერტები მარტვილის გარდა ფოთში, აბაშასა და ხონში გაიმართება. ფესტივალის საზეიმო დახურვა 25 ივლისს მარტვილში შედგება.
ამ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები