მარტოკაცების ბიბლიოთეკა — ეროვნული ბიბლიოთეკისა და მთის ამბების ერთობლივი პროექტი, პროექტი მასშტაბური იქნება

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და მთის ამბები ერთობლივ პროექტს იწყებენ: – საქართველოს სხვადასხვა სოფლებში მცხოვრებ მარტო, არა მხოლოდ ოჯახის გარეშე, არამედ უმეზობლოდ დარჩენილ ადამიანებთან მივლენ და პირად ბიბლიოთეკებს მოუწყობენ. პროექტი მასშტაბური იქნება, მთელი წელი გაგრძელდება.

-„დიდი ღამეული თავგადასავლების შემდეგ, ხელედურას ადიდებულ შენაკადებთან და მთისთვის იანვარში უჩვეულო წვიმასთან ბრძოლა ასე დაგვირგვინდა, რომ სვანეთის ულამაზეს სოფელ ბავარში კალანდას მაინც ჩავუსწარით. აქ მთის ამბების მარტოკაცი, ჩემი ახალი მეგობარი, კორნელი გაზდელიანი ცხოვრობს. არც მობილური იჭერს შესაბამისად და ინტერნეტი და ბავარი, როგორც ბატონი კორნელი ამბობს, მეგობრები ვერ არიან. მარტოკაცობა კიდევ იმას ნიშნავს, რომ არც მეზობელია, — სოფელში კორნელი ეულად ცხოვრობს. ჰოდა, სწორედ აქ დავიწყეთ ეს დიდი საქმე, რომელსაც მთელი წელია ვგეგმავთ. ეროვნული ბიბლიოთეკა და მთის ამბები დამეგობრდნენ. მოვივლით სოფლებს და ყველა მარტოქალსა და მარტოკაცს პირად ბიბლიოთეკას მოვუწყობთ. წიგნი იქნება მათი მეგობარი მარტოობასთან ბრძოლაში, სანამ ამ მარტოობას მთისა და სოფლისკენ მიბრუნებული ადამიანები არ გააქარწყლებენ”, — აცხადებს  ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე.

კომენტარები