მარტ-აპრილში მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე აქციების მასშტაბური გაყიდვა მოხდა – პანდემიისას კავკასიიდან და შუა აზიიდან $500-600 მლნ კაპიტალი გავიდა

პანდემიასთან დაკავშირებული მოთხოვნა-მიწოდების შეფერხებამ ფინანსურ ბაზრებზე უპრეცედენტო მერყეობა გამოიწვია. 2020 წლის მარტ-აპრილში მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე აქციების მასშტაბური გაყიდვა მოხდა, ამის შედეგად ფინანსური ინდექსები მნიშვნელოვნად შემცირდა, გლობალურ საფონდო ბირჟებზე დაახლოებით $15 მლრდ დანაკარგი დაფიქსირდა.  აღნიშნულია Galt and Taggart-ის რეგიონის ეკონომიკურ მიმოხილვაში.

ამავე პერიოდში განვითარებადი ბაზრებიდან $100 მლრდ-მდე კაპიტალის გადინება დაფიქსირდა, მათ შორის, 2020 წლის მარტში სააქციო კაპიტალის გადინებამ $52.4 მლრდ შეადგინა,  სასესხო ინსტრუმენტებიდან  $31.0 მლრდ-ის გადინება მოხდა. 2020 წლის მარტ-აპრილში კაპიტალის გადინება მოხდა რეგიონის ქვეყნებიდანაც. პანდემიის დაწყების შემდეგ კავკასიიდან და შუა აზიიდან კაპიტალის გადინებამ $500-600 მლნ შეადგინა,  ამან,  რეგიონის ადგილობრივი ვალუტების გაუფასურება გამოიწვია.

მოთხოვნის შოკის შედეგად, მსოფლიოში ნავთობის ფასები 2020 წლის აპრილში რეკორდულ ნიშნულზე -$37-მდე დაეცა. ნავთობის მომპოვებელი ქვეყნების მიერ წარმოების შემცირებამ ნავთობის ფასები მალევე $30-40 ნიშნულზე დააბრუნა. 2020 წლის ბოლოსთვის გაუმჯებესებული მოლოდინების შედეგად ნავთობის ფასმა (WTI) $50-ს მიაღწია.

კომენტარები