მასწავლებლების გამოცდაზე პირველი სესიის ტესტირების დაწყების დრო შეიცვალა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ  ბრიფინგი გამართა.

ნოემბერში დაგეგმილ მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე, პირველი სესიის ტესტირების დაწყების დრო შეიცვალა.

ერთი ცვლილება წინა გამოცდებთან შედარებით იქნება ის, რომ თუკი აქამდე აპლიკანტებს დილის სესიაზე საგამოცდო ცენტრებში გამოცხადება 8 საათზე უწევდათ, ახლა გამოცხადება 10 საათიდან იქნება სავალდებულო. ეს ცვლილება განვახორციელეთ, რადგან ტრანსპორტირების თვალსაზრისით უფრო მისაღები იქნება ჩვენი მასწავლებლებისთვის და პედაგოგობის მსურველებისთვის. თუმცა არ მინდა წავახალისო დაგვიანება, რადგან ისევე როგორც ადრე, ახლაც დაგვიანების შემთხვევაში, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს საშუალება რომ აპლიკანტები გამოცდაზე შევუშვათ“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირების მონაწილე აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 24 ოქტომბრის 15:00 საათიადან შეეძლებათ ვებგვერდიდან: online.naec.ge.

ბარათზე მითითებულია მონაწილის პირადი ინფორმაცია, საგამოცდო ცენტრის მისამართი, გამოცდის დღე და საგამოცდო ცენტრში გამოცხადების დრო.

კომენტარები