“მას შემდეგ გავიდა 33 წელი, ვფიქრობ ახლა უფრო საინტერესოა ვანგას წინასწარმეტყველება!” – თამაზ ჭეიშვილი:

– “ვანგასთან

( მას შემდეგ გავიდა 33 წელი, ვფიქრობ ახლა უფრო საინტერესოა ვანგას წინასწარმეტყველება!)
_
ოთახს ორი ფანჯარა ჰქონდა ,ერთ ფანჯარასთან მიდგმულ გრძელ მაგიდასთან ვანგა იჯდა… ჩვეულებრივი ,,,თავშალიანი სოფლელი ბებო,,…მის წინ ჩამოვსხედით მე და სპას პოპოვი…ვანგამ დაიწყო:
– შენ ბულგარელი მწერალი ხარ…თანამდებობაც გაქვს…ჟურნალს უშვებ(სპას პოპოვი ბულგარული პოპულარული ჟურნალის,,ანტენი,, -ს რედაქტორი იყო იმ დროს-თ.ჭ) ეს შენი სტუმარია საქრთველოდან…თ-ზე იწყება მისი სახელი,სამი შვილი ჰყავს,ესეც მწერალია და…ჰო,ბევრი ხალხი ასევია გარშემო..ძალიან ბევრი…ამდენ ხალხს როგორ უძლებ?- მე ,,ენა ჩამივარდა,, არაფერი მიპასუხია,ვანგა ისე ხმამაღლა ლაპარაკობდა თითქოს დარწმუნებული იყო ჩვენი,,სმენის პრობლემაში,,:
– შენ,ბულგარელო…სპას!ხომ ეგრე გქვია?-დაბნეულმა სპასმა თავი დაუქნია… – ვანგა კი განაგრძობდა,:
– აი აქ მამაშენი დგას და გსაყვედურობს,დასაფლავებაზე დააგვიანა…ყვავილებიც კი არ მომიტანაო…პოპოვს გადავხედე…ფერი დაკარგვოდა…
– პარიზიდან გვიან გამოვფრინდი.მივლინებით ვიყავი.ამინდმა შემიშალა ხელი…პირდაპირ სასაფლაოზე მივედი აეროპორტიდან…მაპატიე,მამა!
– გაპატიებო!ცრემლები შეიმშრალე.სპასმა გულის ჯიბიდან ხელსახოცი ამოიღო…
– ოო რა უცნაური ხალხი ყოფილხართ ეს ქართველები…ოჰოო.. ჰოოო!…ომი იქნება!
– სსად …იქნება ომი?-კინაღამ გული გამიჩერდა.
-თბილისში!ერთმანეთს დახოცავთ!…ნუ აყვებით ნუუუ!-ვანგამ ხმას აუწია
– ვის…ნნუ ავყვებით?
– ეეჰ!-ხელი ჩაიქნია ვანგამ. ჭიქა მოძებნა, წყალი მოსვა და განაგრძო:
– …რუსეთი ჩეჩნეთს ცეცხლის ალში გახვევს…ბევრი სისხლი იქნება!…ომი!..ომი!სულ ომებია!…რუსეთი საქართველოს დაბომბავს…ტანკები…ო, რამდენი ტანკები მოდის!
ვიგრძენი როგორ დამასველა ოფლმა…
– საქართველოში იქნება შიმშილი! შიმშილით დაიხოცება ბევრი…
-მერე?
– მერე!-გამომაჯავრა ვანგამ-არ გიყვართ ქართველებს ერთმანეთი!…ჰო და აი ასე დანაწევრებულებს მოგერევათ რუსეთი!…
– როდის იქნება …ეგ ყველაფერი? – ძლივს ამოვიკნავლე.
– იქნება!ძალიან გეჩქარება?…ერთ წელიწადში თბილისში სისხლი დაიღვრება…მერე ,მოვა ულვაშებიანი …მერე იქნება ომი…ამის მერე მოვა რუსეთის კაცი…ჭაღარა …ის იმიტომ მოვა,რომ რუსეთის საქმეები აკეთოს! შემდეგ ახალგაზრდა და მაღალი კაცი მოვა!…ამასაც გააგდებთ …. !…,,ეგენიც,, წავლენ და მაგათ მერე ვინც მოვა… ისინიც ვერაფერს გააწყობენ… ო,როგორ ცდილობს ის დაბალი კაცი!ძალიან მდიდარია…ფული აქვს და ამ ფულით ბევრ სიკეთეს აკეთებს… ცოდნა არ ყოფნის!…ეჰ! …რა ვიცი…მიხვდება და წავა…
– ლელია ვანგა,როდესმე გვეშველება?
– თქვენ ისე მონდომებულად დაანგრევთ მთელ ქვეყანას,რომ …
– რომ?…რაა, რომ?
– ნუ მაწყვეტინებ!!!
– საქართველოდან ძალიან ბევრი წავა!შენც წახვალ,მაგრამ ვერსად გაძლებ!…ბევრჯერ წახვალ და ისევ დაბრუნდები შინ. საქართველოში იცხოვრებ!
აი ის კაცი რომ მოვა,ის მოიყვანს ჭკვიან ხალხს და მაშინ ეშველება შენ ქვეყანას…დიდი ქვეყნების იმედი ნუ გექნებათ!…რა ქვეყანაა ამისთანა ეს შენი სამშობლო,რომ ყველას უნდა მანდ ყოფნა?…ბოლოს მაინც ვერავინ იბატონებს!…
ეხლა წადი …დავიღალე… თავი მტკივა!წადი,შენ კარგი შვილები გყავს,ორი ბიჭი და ერთი გოგო.ხუთ შვილიშვილს მოესწრებით შენ და შენი ცოლი!ერთგული და ჭკვიანი ცოლი გყავს!…შვილთაშვილებსაც მოესწრებით…
მე და სპას პოპოვს სოფიამდე ხმა არ ამოგვიღია…დაგვამუნჯა ვანგამ…
მე თუ მკითხავთ,ადამინმა არ უნდა იცოდეს მომავალი…ცხოვრება უაზრო ხდება…რა ვიცი,მე ასე მგონია.
__
ფოტოებზე:
ვანგა;იმ დროისთვის ბულგარეთის ყველზე პოპულარული ჟურნალი,,ოტეჩესტვო,, სადაც გაგრძელებებით დაიბეჭდა ჩემი ვიზიტის და ჩვენი შეხვედრის შესახებ.
თამაზ ჭეიშვილი.1988 წელი.სოფია.” – წერს თამაზ ჭეიშვილი.
კომენტარები