„მას ჰქონდა პირდაპირი ვალდებულება იმისა, რომ განსასჯელთა სკამზე მჯდომი სააკაშვილისთვის არავითარ შემთხვევაში არ მიეცა შესაძლებლობა, განსასჯელის სკამი ქცეულიყო პოლიტიკურ…“ – დიმიტრი ლორთქიფანიძე

„ალტ-ინფოს“ გადაცემა „დღის კომენტარი“.

თემა: სააკაშვილის ვრცელი სიტყვა სასამართლო პროცესზე

სტუმარი: დიმიტრი ლორთქიფანიძე – პოლიტიკოსი, იურისტი

-„როდესაც სააკაშვილზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ეს უკვე გამაღიზიანებელია საზოგადოებისთვის იმიტომ, რომ საგარეო პოლიტიკას შევხედოთ, საქართველოს გარფლებს გარეთ რა ხდება, შიგნით რა ვითარებაა სოციალური ფონის თვალსაზრისით და ამ დროს ისევ სააკაშვილზე გვიწევს საუბარი. თუმცა არ შეიძლება ხაზი არ გაესვას დღევანდელ, შეიძლება ითქვას, ძალიან სამარცხვინო ქმედებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის მხრიდან, რომელიც ერთპიროვნულად ახორციელებს რა სახელისუფლებო უფლებამოსილებას და სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელი სახელისუფლებო შტოა, მოგეხსენებათ, მას ჰქონდა პირდაპირი ვალდებულება იმისა, რომ განსასჯელთა სკამზე მჯდომი სააკაშვილისთვის არავითარ შემთხვევაში არ მიეცა შესაძლებლობა, განსასჯელის სკამი ქცეულიყო პოლიტიკურ ტრიბუნად…“, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

ნახეთ გადაცემა

აქ: 👇

 ვიდეო – https://fb.watch/axcuEeEc0F/

კომენტარები