მატჩის ორგანიზატორებს ჰიმნი შეეშალათ

ევრო-2020-ის შესარჩევი ტურნირის მე-5 ტურის მატჩი საფრანგეთისა და ალბანეთის ნაკრებებს შორის მცირედი დაგვიანებით დაიწყო იმის გამო, რომ მატჩის ორგანიზატორებმა ჰიმნი აურიეს და ალბანეთის ჰინმის ნაცვლად ანდორის ჰიმნი ჩართეს. ალბანელებმა უარი თქვეს თამაშის დაწყებაზე, ვიდრე მათი ქვეყნის ჰიმნი არ აჟღერდებოდა. სტადიონის დიქტორმა ბოდიში მოიხადა შეცდომის გამო, მაგრამ ბოდიში არა ალბანელებს, არამედ სომხებს მოუხადა. რამდენიმე წუთში მდგომარეობა გამოსწორდა, ალბანელებს ჩაურთეს მშობლიური ჰიმნი, მაგრამ ჰიმნმა ვერ უშველა მათ, საფრანგეთის ნაკრებმა ალბანელთა გუნდი 4;1 დაამარცხა.

წყარო: https://www.euro-football.ru

კომენტარები