მატჩის წინ ფეხბურთელი სასიკვდილოდ სცემეს

ბრიტანული კლუბის Matlock Town-ის ნახევარმცველი ჟორდან სინოტი მატჩის წინ გარდაიცვალა. ის უგონო მდგომარეობაში იპოვეს რედფორდის ბაზარში. ავტოსადგომზე 8 მამაკაცისა და ერთი ქალის ჩხუბს შეეწირა მისის სიცოცხლე.

25 წლის სპორტსმენი თავის ქალის დაზიანებით მოათავსეს ერთ-ერთი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში. ექიმების მცდელობის მიუხედავად, ის გომს მოუსვლელად გარდაიცვალა მიღებული უმძიმესი ტრავმებისაგან.

დააკავეს 27 წლის ეჭვმიტანილი მამაკაცი. პოლიციამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მულით, იუწყება tvzvezda ბრიტანული გაზეთის The Sun-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

„ შენ არა მარტო ფეხბურთელი იყავი, შენ იყავი ჩვენი ძმა და მეგობარი. შენ გვაჩუქე წარმოუდგენელი მოგონებები და გაიტანე კლუბის კარიერაში პირველი ჰეთ-თრიკი ფინალურ მატჩში“, – აღნიშნულია საფეხბურთო კლუბის ტვიტერში.

ტრაგიკული შემთხვევის გამო ორმა საკლუბო გუნდმა Matlock Town და Alfreton Town უარი განაცხადა მატჩების ჩატარებაზე.

წყარო: tvzvezda.ru

კომენტარები