„მაქვს აბსოლუტური მხარდაჭერა. გამოკითხვების მიხედვით, 60-დან 70%-მდე“-მიხეილ სააკაშვილი

-„მართალია, – საქართველოში მე მაქვს აბსოლუტური მხარდაჭერა. გამოკითხვების მიხედვით, 60-დან 70%-მდე საქართველო მოქალაქეებს სურთ, -მე დავბრუნდე. ამასთანავე, ნიკა მელიას აქვს ძალიან ფართო და დიდი მხარდაჭერა. ჩვენ ის პარტიის თავმჯდომარედ ავირჩიეთ ელექტრონული ხმის მიცემის პრინციპით, პირველი პარტია გავხდით რეგიონში, ვინც პარტიული არჩევნები ელექტრონული ხმის მიცემის პრინციპით ჩაატარა, ამან ძალიან კარგად იმუშავა. მე არასდროს არ მიმიცია პირობა, – კონკრეტულ რიცხვში დავბრუნდებოდი, მაგრამ, თუკი საჭირო გახდება მსგავსი პირობის მიცემა, ამასაც გავაკეთებ. მე ყოველთვის ვასრულებ ჩემს პირობას. ყოველთვის მზად ვიყავი დახმარებისთვის, ამავდროულად, არ მინდოდა ხელი შემეშალა ოპოზიციური ერთიანობისთვის, რადგან, რომელიღაც ოპოზიციურ პარტიას არ მოსწონდა, რომ  ვიყავი ყველაზე პოპულარული, ჩვენ კი უმრავლესობა გვჭირდებოდა და არა პირველი ადგილი“, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა,  მიხეილ სააკაშვილმა რუსულ  ტელეკომპანია „დოჟდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარები