„მაქვს კარგი ამბავი, ეს ჩვენი გამარჯვებაა“ -გიორგი ფხაკაძე

პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე:

-„მაქვს კარგი ამბავი:
„საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივასთან“ დაკავშირებით პროცესი ძალიან კარგად მიდის. 26-მა ორგანიზაციამ უკვე შემოიტანა განაცხადი, ორშაბათისთვის დაახლოებით 30-ზე მეტი იქნება. ეს ჩვენი გამარჯვებაა, სამედიცინო დაწესებულებები ნებაყოფლობით იღებენ გადაწყვეტილებას, რომ მათთვის ხარისხი პრიორიტეტია!
გეოგრაფიული არეალი თანდათან ფართოვდება. დღეს ერთ-ერთი სტომატოლოგიური კლინიკა ბორჯომიდანაც დამიკავშრდა. უკვე გვყავს აკრედიტაციის მსურველი სამედიცინო დაწესებულებები თბილისიდან, ბათუმიდან, ქუთაისიდან, რუსთავიდან და ა.შ.
მომავალ კვირას უკვე პირველი ორგანიზაცია ოფიციალურად გაივლის აკრედიტაციას. ამის შესახებ ინფორმაციას საჯაროდ მოგაწვდით;
გუშინ ძალიან საინტერსო საჯარო ონლაინ-შეხვედრა გვქონდა აკრედიტაციის პირველ კანდიდატთან. ეს იყო სტომატოლოგიური კლინიკა „ჰებე“. აკრედიტაციის პრეტენდენტებს ასე მორიგეობით გაგაცნობთ;
ნუ ვიტყვით,- საქართველოში არ გვყავს კარგი ექიმები!  გვყავს კარგი ექიმებიც, ექთნებიც, სამედიცინო პერსონალიც! გვაქვს კარგი კლინიკებიც, ოღონდ ცოტა ხელის შევლება სჭირდებათ. მოგვმართეთ, დაგეხმარებით! ერთად ყველაფერს შევძლებთ და ცოტა ხანში ქვეყანაში გამართული ჯანდაცვის სისტემა იქნება!“
კომენტარები