მაღალჩინოსანი მაქსიელ პერეირ დოს სანტოსი მოკლეს. ის ამაზონში მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას იცავდა

ქალაქ ტაბატინგაში, მაღალჩინოსან მაქსიელ პერეირ დოს სანტოსს თავში ორჯერ ესროლეს. ის ოჯახის წევრების თანდასწრებით მოკლეს.  საქმეს ბრაზილიის პოლიცია იძიებს. მაქსიელ პერეირ დოს სანტოსი ამაზონში მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას და მათ მიწებს ფერმერებისა და მიწის მფლობელებისგან იცავდა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ავრცელებს.

ამაზონის ტყის მასობრივი გაჩეხვის გამო მისი მკვლელობა რეზონანსული გახდა. 2019 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით ამაზონის ტყეში სულ ცოტა 80 ათასამდე ხანძარის შემთხვევა აღირიცხა. გასულ წელთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია.

კომენტარები