მაშველებმა თეთნულდზე ზვავში მოყოლილი უკრაინის მოქალაქის ცხედარი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს:

საძიებო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა თეთნულდზე ზვავში მოყოლილი უკრაინის მოქალაქის ცხედარი იპოვეს.

11 თებერვალს მესტიის სამმართველოში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ტურისტების ჯგუფი ვერ ახერხებდა ჯგუფის ერთ-ერთ წევრთან დაკავშირებას. გაუჩინარებული შესაძლოა ყოფილიყო 10 თებერვალს თეთნულდზე ჩამოწოლილი ზვავის ტერიტორიაზე.

შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები გაემგზავრნენ შემთხვევის ადგილზე. საძიებო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა უკრაინის მოქალაქის ცხედარი იპოვეს.

მესტიაში, მწვერვალ თეთნულდზე 10 თებერვალს ზვავი ჩამოწვა. მაშველებმა ზვავში მოყოლილი ჩეხეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე იმავე დღეს ამოიყვანეს.

მას ზედა კიდური ჰქონდა დაზიანებული. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა სტაციონარში გადაიყვანეს.

კომენტარები