მაშველებმა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე და თბილისის წყლებზე 300-მდე ადამიანი გადაარჩინეს

ბათუმში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ის მაშველები დააჯილდოვეს, რომლებმაც ყველაზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს.

ღონისძიებაზე გამოფენილი იყო სამაშველო ტექნიკა და აღჭურვილობა, მათ შორის დრონი, რომელიც სამაშველო ოპერაციებში წელს პირველად ჩაერთო.

მაშველებმა საზღვაო სეზონი შეაჯამეს. 2019 წლის სეზონზე მაშველებმა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე და თბილისის წყლებზე 300-მდე ადამიანი გადაარჩინეს. გურია-აჭარაში 2019 წლის საზღვაო სეზონზე 9 ადამიანი დაიხრჩო, 2018 წელს კი 19.

წელს წყალზე სამაშველო განყოფილებებში უპრეცედენტო რაოდენობის სეზონური მაშველი მუშაობდა. გადარჩენილ მოქალაქეებს შორის 69 არასრულწლოვანია და უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე. ასევე, მაშველებმა სანაპირო ზოლში დაკარგული 78 არასრულწლოვანი იპოვეს.

კომენტარები