“მაშინ როცა გერმანული მედია კორონავირუსთან ბრძოლის ქართული ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმატებებზე საუბრობს, ქართული მედიასივრცე და აი ის, წარმატებულად წოდებული ჯანდაცვა ყოველდღიურად საშინელი სახეებით ახალ ,,ინფიცირებულს,, გვიცხადებენ” – იაგო ფრანგიშვილი

– “ის, რომ 3 მილიონ ნახევრიან ქვეყანაში ეს რიცხვი 10 დან 20მდეა და ამით გაცილებით უფრო მცირეა, ვიდრე გინდაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ან ევროგაერთიანების მიერ აღიარებული რიცხვი აი ეს არავის აინტერესებს.
ეს უკვე ,,ზედმეტი ცოდნაა,,.

არადა, ყველა საერთაშორისო თუ ეროვნულმა დიდმა ორგანიზაციებმა დაადგინეს დასაშვები ინფექციურობის რიცხვი, და ესაა, 100.000 მოსახლეზე კვირაში 50 ახალი ინფექცია. საქართველოს მაგლითზე ეს იქნებოდა კვირაში დაახლოებით 1500 დან 1800მდე.
ის რომ, ამ 10 დან 20 ახალი ინფიცერებულით, ანუ ვირუსის მატარებლით და არა დაავადებულით, გასაოცრად კარგ სიტუაციაში ვიმყოფებით, ამის თქმა არავის მიაჩნია მნიშვნელოვნად.

მეორე და უდიდესი თემა, რომელსაც არავინ აქცევს ყურადღებას და მედიაც სრულ იგნორირებას უკეთებს, ესაა დიფერენცირება და გარჩევა ინფექციის მატარებელსა და ინფექციით დაავადებულს შორის.
აი ეს რომ გავარჩიოთ ერთმანეთისაგან, მაშინ გაცილებით უფრო ნაკლები შიშის საფუძველი ექნება მოსახლეობას.
ოღონდაც, გვსურს ეს?
უნდა ეს ან ჯანდაცვას ან პოლიტიკას ან მედიასივრცეს?
თითოეულ კერძო პიროვნებას რომ სურს, ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ, ადამიანი ხომ ფინქციაცაა, პროფესიაცაა. რა მოხება, როცა ეს თემა,ეს პანიკა ამოიწურება?
აი ამის შიში უფრო მძლავრობს მგონია.
არ ვიცი მართლა რა ვიფიქრო.

ასევე დამტკიცებული ფაქტია, რომ უსიმპტომო ადამიანებს რაოდენობრივად, მასით, ქვანტიტატიურად ვირუსის ნაკლები რაოდენობა აქვთ და მათგან ინფიცირებული ადამიანი, თუკი ის არაა სარისკო ჯგუფისა, ასევე უსიმპტომო იქნება, თუკი, ეს უსიმპტომოები ერთ დიდ კოლექტიურ კარანტინში არ მოვაქციეთ ან არ გამოვკეტეთ ოთახში.

ისრაელმა მაგალითად ,,ინფიცირებულ ახალგაზრდების კოლექტიური კარანტინები,, გახსნა სასტუმროებში, სადაც ეს ახალგაზრდები ყოველგვარი დისტანციისა და ელემენტარული ჰიგიენის გარეშე უბრალოდ დღედაღამ ქეიფობენ.
რა გასაკვირი იქნება რომ დამძიმდნენ?
რუსეთს რამდენიმე საავადმყოფო საერთოდ დახურული ჰქონდა, მხოლოდ ვირუსიანს მიიყვანდნენ და გარეთ არავის უსვებდნენ, ექიმ ექთან დამლაგებელ პაციენტიანად.
თუმცა, ისრაელშიც და თიმ სავადმყოფოებშიც შედარებით ნაკლები სისასტიკით ჩაიარა ვირუსმა.
იმიტომ რომ უმეტესობა არაა იმუნურად დაავადებული, არაა მაღალი სარისკო ჯგუფი.
მოსახლეობის მხოლოდ 0,2% მართლა სარისკო ჯგუფისა.
აქ არამხოლოდ ასაკი, არამედ დაავადებათა ნუსხა და მათი ხანგრძლივობა და რაც მთავარია, ინფიცირებულის მკურნალობის მენეჯმენტი თამაშობს დიდ როლს.

უკვე ვიცით, რომ ინფიცირებული და სიმპტომიანი კიარ უნდა გამოკეტო, არამედ სუფთა ჰაერია საჭირო,
რაც შეიძლება უკიდურეს მდგომარეობაში და არა ადრეული მართვითი სუნთქვაა საჭირო,
ამ ვირუსის ზეგავლენით გამოწვეული რამდენიმე კარგად ცნობილი დაავადების ჩვეულებრივად და წინანდებურად, მაღალი პროფესიონალიზმით მკურნალობაა საჭირო და არა ვიროსტატიკური თერაპია, რაც მაგალითად გრიპის დროს ძალიან ეფექტურია.
არაა ეს ვირუსი პირდაპირ დამზიანებელი, არამედ, იწვევს და ინიციირებას უწევს სხვადასხვა სახის და აქამდე კარგად ცნობილ დაავადებებს.
ამ დაავადებათა სპეციფიური მკურნალობაა აუცილებელი.
აი ეს ვისწავლეთ.
ეს უკვე ვიცით, ეს უკვე იციან კლინიკოსმა ექიმებმა.

და მაინც,
მიუხედავად ამდენი გამოცდილებისა და ამგვარი დიფერენცირების აუცილებლობისა, სამწუხაროდ დღესაც ევროპაში, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკაში, ინდოეთში ოფიციალური ჯანდაცვის უწყებები ასაჯაროებენ ,,ინფიცირებულთა,, ჰორენდულ რიცხვებს.
ამასთან ერთი სიტყვაც არ ითქმის ავადმყოფებზე,
სამედიცინო დახმარების გაწევის აუცილებლობა თუ რამდენს ესაჭიროება ამ მილიონობით ინფიცირებულიდან, ამას არავინ ერთ მისხალ ყურადღებასაც არ უთმობს.

ისევ და ისევ პანიკის თესვა მიდის.
როგორ და რატომ ხდება ასე?
ამასაც მიზეზები აქვს.
თითოეულმა ჩვენგანმა მივიღეთ ამგვარი ცალმხრივი და პანიკის სიტუაციის ფორმირებაში დიდი მონაწილეობა, ჩვენი შიშით, ჩვენი მონური დაჯერებულობით იმ ადამიანების, ლაბორატორიის და ბიოლოგიის სპეციალისტების მიმართ, რომელთაც ცოცხალი ავადმყოფი და მისი მკურნალობა ჯერ ცხოვრებაში არ უნახავთ,
რომელთა მთელი კარიერის ყოველი დღე იმით იწყებოდა და მთავრდებოდა, რომ ხუთმაგი დაცვის ანტიინფექციური შხაპი მიეღოთ საკვლევი ვირუსისაგან დასაცევად.
რას უნდა ველოდოთ ამ ხალხისაგან, თუარა პანიკას, საერთოდ რომ რაიმე ფინანსურ ინტერესს რომ მოვეშვათ.

აი ასეთ ადამიანებს მივანდეთ მთელი პოლიტიკა, ეკონომიკა, ჯანდაცვა და ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი სახელად თავისუფალი ქმედება და თავისუფალი აზროვნება.

ეს არამარტო საქართველომ, არამედ მთელმა მსოფლიომ გააკეთა და შედეგი?

შედეგი ისაა, რომ მხოლოდ ევროპაში 1200 მილიარდი, დიახ ამდენი ათასი მილიარდი ქეში, იმაგინარული ქეში იქნა გაცემული და გადანაწილებული. ეს ის ქეში და ფული, დღეს რომ მხოლოდ კომპიუტერის და ბანკის ნულების 12 რიგიანი ნიშანია. ხვალ კი, ჩვენ და ჩვენმა შვილებმა უნდა აქციონ პროდუქტად, მომსახუურეობად, რეალობად, ანუ უნდა გაანაღდონ და განასაქონლონ.
ასეა სამწუხაროდ.

ამ 1200 მილიარდი ევროთი და ეს მხოლოდ ევროგაერთიანების 500 მილიონიან მოქალაქეთა სივრცეში გაიცა, რამდენიმე ადამიანი გახდება მილიარდერი, რამდენიმე ათეული მილიონერი და დანარჩენი 500 მილიონი ვიმუშავებთ ამ იმაგინალური ფულის გათეთრებაზე მთელი ჩვენი ცხოვრება და მერე ჩვენი შვილები იმუსავებენ.

აი ეს დავუშვით თითეულმა ჩვენგანმა ჩვენი პანიკით და ჩვენი ფიზიკური ჯანმრთლელობის შერყევის 2%იანი ალბათობის შიშით.
აი ეს ყველამ უნდა ვაღიაროთ და მერე გვეშველება,
მეორედ არ დავუშვებთ მსგავს შეცდომას.

ბოლოს კი, იმათთვის, ვისაც ცოტა ეხამუშება ლოგიკა და დიფერენცირება.
რა, არ ვსდიოთ ინფიცირებულებს?
დავიხოცოთ ყველა?
არა.
არ იყო საშინელება ბევრი ქვეყნის დიდ ქალაქებში?
იყო.
ოღონდაც, დაინახე რატომ იყო.
იქ ხომ ათასობით ადამიანი საათობით იდგა ტესტირების რიგში.
მერე იწვა, ბევრი იატაკზე ან გადაჭედილ ოთახში იწვა საავადმყოფოში და ელოდა ტესტის პასუხს,
ეს ხალხი გალიებში გამოკეტეს კოლექტიურად.
განა სხვა რაიმე იყო მოსალოდნელი?
ეს ხომ ბილოგიური და ჰაერწვეთოვანი ვირუსია?
დისტანცია ხომ ჰიგიენის და ინფექციოლოგიის უმთავრესი პრიმუსია?

თუ გსურთ, უსიმპტომო ინფიცირებულის სტატისტიკური მიკვლევა, კი ბატონო, ოღონდაც, კი ნუ გამოკეტავთ კოლექტიურ კარანტინში, არამედ მიეცით ბუნებაში განიავების და ელემენტარული ჰიგიენის პირობა.

დაიცავით უმაღლესი სარისკო ადამიანები და ესენი არაა ყველა 60 წელს გადაცილებული ან ყველა მსუქანი ან წნევიანი, არამედ , ღრმად მოხუცი და იმუნური სისუსტის, მრავალავადმყოფობიანი, იმუნსუპრესიული თერაპიის ქვეს მყოფი ადამიანებია ამ ჯგუფში.
ავადმყოფსაც ნუ გამოკეტავთ, მითუმეტეს სხვა ავადმყოფებთან.
ნუ წაგიცდებათ ხელი ინტუბაციაზე, მართვით სუნთქვაზე, სანამ ავადმყოფს არ ეწყება ცენტრალური ნერვული სისტემის ჩივილები.
უმკურნალეთ არა ვირუსს, არამედ დაავადებას, უმკურნალეთ ავადმყოფობას და არა ავად მყოფად გამოცხადებულს.
გაითვალისწინეთ, რომ ყველაზე საუკეთესო დაცვა არის ბუნებრივი იმუნიზაცია და ამის საუკეთესო, იდეალური მაგალითია უსიმპტომო ინფიცირებული.
ჯოგური იმუნიტეტი იცავს ჯოგს, ანუ, თუ ამ ჯოგს მოსცილდი და სრულ იზოლაციაში წახვედი, ვერ დაგიცავს.
ეს უბრალოდ ბიოლოგიაა და არავითარი ზეგავლენის მოხდენა ამაზე არ შეძლია იმას, თუ რამდენად მოგწონს თუ არ მოგწონს, რამდენად მორალურად თუ მისაღებად მიგაჩნია ეს ფაქტი.
ვირუსის განადგურება შეუძლებელია, მისგან დაცვა კი შესაძლებელია, ოღონდაც არა ისე, რომ სადღაც გაექცევი ან დაემალები ან გამოიკეტები, ან ვირუსს გამოკეტავ.
ჯერ ეს რეალობა დაინახეთ და მერე კი აი ის რეალობა, შენს გარშემო რომაა, შენ რომ გეუბნებიან მედიასივრცეთი აი ასეაო, შეადარე შენს გარშემო რეალობას, თუ მართლა თანხვედრაშია.” – წერს  იაგო ფრანგიშვილი

კომენტარები