„მაშინ ცრუობდნენ ან ახლა ცრუობენ… ბადრი ჯაფარიძემ ჯერ მოიკრიბოს გამბედაობა და თქვას…“ – გიორგი გახარია

პარტია „საქართველოსთვის” დამფუძნებელმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ TV „პირველის“ ეთერში მუქარის წერილისა და ანაკლიის პორტის შესახებ განაცხადა:

-„ბადრი ჯაფარიძემ ჯერ მოიკრიბოს გამბედაობა და თქვას, მაშინ იცრუა თუ ეხლა ცრუობს, როცა თქვა, – მე შუამავალი არ ვარ და გახარიასთან კავშირი არ მქონიაო. ხაზარაძე მაგისტრ მოსმაართლესთან მივიდა, თქვა, რომ შუამავალი კი იყო, მაგრამ ეს შუამავალი ოჯახის წევრი იყო ახლო ნათესავიო, მაშინ, როცა ბადრი ჯაფარიძე ასეთი არ არის სამართლებრივად და იურიდიულად, ამ ადამიანებმა მოიკრიბონ გამბედაობა და თქვან, რაღაც მიზეზების გამო მაშინ ცრუობდნენ ან ახლა ცრუობენ. როგორც კი ამ ნაბიჯს გადადგამენ, შემდეგ გიპასუხებთ ამ კითხვაზე”, – თქვა გახარიამ.

2019 წლის 4 მარტს, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, -2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, მუქარის წერილი გაუგზავნა, სადაც ეწერა,- „რაღაცის შეუსრულებლობის” შემთხვევაში, ხაზარაძეს და TBC ბანკს რეპუტაციული ზიანი მიადგებოდა. ბადრი ჯაფარიძე ამბობს, – გახარიამ მუქარის წერილი პირადად მას გადასცა.

კომენტარები