მაცხოვარი იუდამ არღავანის ხის ძირას გასცა. ეს ხე მრავლად ხარობს თბილისის შემოგარენშიც! – ზაზა დავითაია:

ზაზა დავითაია:

– გადმოცემის მიხედვით,მაცხოვარი იუდამ არღავანის ხის ძირას გასცა.
ამ ხის ყვავილობა ძალიან ლამაზია.გაზაფხულზე, ვნების კვირაში, ფოთლის გამოსვლამდე, მოწითალო და იასამნისფერი ყვავილებით იფარება.
იუდამ ფარისევლებს ქრისტეს ადგილსამყოფელი მიასწავლა და გასამრჯელოდ 30 ვერცხლი მიიღო. ეს ამბავი არღავანის ხემ რომ მოისმინა, სირცხვილი­სგან “გაწითლდა..”
                                 
როცა იუდა საკუთარ საქციელს ჩაწვდა, თავი სწორედ, არღავანის ხეზე ჩამოიხრჩო. ის 30 ვერცხლი ქისიდან არღავანის ხის ძირას ­ჩამოეყარა.
ამის შემდეგ, ამ ულამაზეს არღავანს იუდას ხე შეარქვეს და დღესაც ამ სახელით იხსენიებენ…
სხვათაშორის, არღავანის (იუდას) ხე მრავლად ხარობს თბილისის შემოგარენში-მთაწმინდის და კუს ტბის ფერდობებზე
კომენტარები