მაჭახელას ეროვნული პარკი.

მაჭახელას ეროვნულ პარკში ცხოველებზე მონიტორინგის მიზნით ათეულობით ფოტო-ხაფანგია დამონტაჟებული.

ორი შვლის ნუკრი მაჭახელას ეროვნულ პარკში ფოტო ხაფანგმა  რამდენიმე დღის წინ დააფიქსირა.  პარკის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის რადგან დაცულ ტერიტორიაზე აშკარაა შველის პოპულაციის მატება.

“ფოტო ხაფანგმა წელს შველის გარდა მაჩვი, გარეული ღორი, დათვი და კვერნა დააფიქსირა”- ამბობს მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორი გიორგი ქურიძე.

კომენტარები