მაჰმუდ აბასმა ისრაელთან მიღწეული ყველა შეთანხმების მოქმედების შეჩერება გადაწყვიტა

პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა ისრაელთან მიღწეული ყველა შეთანხმების მოქმედების შეჩერება გადაწყვიტა. ამ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
აბასმა ამის შესახებ პალესტინელ ლიდერებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრაზე ისრაელის მიერ პალესტინელების სახლების ნგრევის საკითხი განიხილებოდა.
„ხვალიდან ვიწყებთ იმ მექანიზმების ამოქმედებას, რომლებიც აღნიშნული გადაწყვეტილების განხორციელებას შეუწყობს ხელს. ისრაელმა საერთაშიროსო კანონი უხეშად დაარღვია“, – განაცხადა მაჰმუდ აბასმა.
მაჰმუდ აბასის მტკიცებით, დემონტაჟი ასევე არღვევს ორ ქვეყანას შორის გაფორმებულ შეთანხმებებს.
პალესტინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისრაელი ახორციელებს „ეთნიკურ წმენდას“ და „ჩადის დანაშაულს კაცობრიობის წინაშე“, ხოლო აშშ-ს ადმინისტრაცია მხარს უჭერს ისრაელის პოლიტიკასა და ქმედებებს.

კომენტარები