მგელ “მავნეს,” ძაღლ “მუფაზას” და მამა იოანეს სევდიანი ამბავი – თამაზ ელიზბარაშვილი:

 
ეს მოკლე დოკუმენტური ფილმი ეძღვნება მამა იოანეს, მგელ ,,მავნეს” და ძაღლს სახელად ,,მუფაზას”

 თამაზ ელიზბარაშვილი:

 – ადამიანმა მგელი ექვსი ათასი წლის წინ კანონგარეშე გამოაცხადა და მასზე ნადირობა დაიწყო.
მონადირემ დააობლა ეს ორი თვის მგლის ლეკვი.
კეთილმა ადამიანმა სოფელ დავათის მამათა მონასტერში მამა იოანეს მიუყვანა.
მამაომ და მისმა ძაღლმა ,,მუფაზამ” გაზარდა მგლის შვილი. ,,მავნე” დაარქვა.
ტყე ეძახოდა მგელს, ტყეში გარბოდა, ზოგჯერ კვირაობით იკარგებოდა, მერე კი, ისევ მონასტერში ბრუნდებოდა.
,,მავნე” თავის სახელს ამართლებდა, ყველაფერს აფუჭებდა რასაც მოიხელთებდა… მაგრამ, აგრესია არ ჰქონდა ადამიანის მიმართ…
სამაგიეროდ, ადამინებმა აითვალწუნეს, სოფელში რაც გაფუჭდებოდა ყველაფერი მგელს ბრალდებოდა…
ერთხელაც თვალში დაჭრილი დაბრუნდა…
უკვე აღარ შეიძლებოდა მგლის მონასტერში გაჩერება, სოფელი არ დაინდობდა…
ჩამოიყვანა ჩემთან თავშესაფარში.
მანქანიდან ჩამოსვლა არ უნდოდა ,,მავნეს”, მამა იოანე მოეფერა და თავისი ხელით ჩასვა ვოლიერში… მერე, ჩაიმუხლა ვოლიერთან და დაამშვიდა… ეს იყო ნამდვილი ღვთის კაცის სიტყვები, თითქმის ყველა თანამშრომელი, ამ ამბის თვითმხილველი გავხდით…
მგელმა ძალიან მოიწყინა, საჭმელზე და წყალზე უარი თქვა.
თექვსმეტი დღე იშიმშილა ,,მავნემ”, დაუძლურდა, ფეხზე დგომა უჭირდა…
ჩამოვიდა მამა იოანე, ხელში აიყვანა, ჩასვა მანქანაში, მხარზე დაადო თავი მგელმა…
მონასტერთან მანქანიდან გადმოხტა ,,მავნე” , თოვლში მუფაზას ნაკვალევს დაეძებდა…
მამა იოანე ანთებული თვალებით უყურებდა მის განუყრელ მეგობრებს – მგელ ,,მავნეს” და ძაღლ ,,მუფაზას”…
ამ ამბიდან რამდენიმე თვის შემდეგ თავშესაფარში მამა იოანე გვესტუმრა. ,,მუფაზას” ძმის ,,პეპიტოს” მკურნალობაში გვთხოვა დახმარება. მოვიკითხე ,,მავნე” და ,,მუფაზა”. არც ერთია ცოცხალი და არც მეორე, მგელი ადამიანმა მოკლა, ,,მუფაზა” კი მასზე დარდს გადაყვაო- გულდამწვარმა მიპასუხა.
თავად მამაო კი წამოსულა იმ მონასტრიდან და ახლა სხვა მონასტერში მსახურობს…

 

P.S.

თავშესაფარმა რომ განაგრძოს მუშაობა, მას თქვენი დახმარება სჭირდება.
თქვენ მიერ გაღებული 1 ლარიც კი ჩვენთვის ძვირფასია.
The shelter needs your support to continue its activities. Even 1 Lari is important for us. The bank details are below
ჩვენი ანგარიშის რეკვიზიტებია ლარში :
მიმღები ბანკი : სს ,,საქართველოს ბანკი”
ბანკის კოდი : BAGAGE22
მიმღების დასახელება:ელიზბარაშვილი თამაზ
მიმღების ანგარიშის ნომერი : #GE83BG0000000574178400
ანგარიშის რეკვიზიტები აშშ დოლარში:
BANK DETAILS FOR TRANSFERS IN US DOLLAR
Intermediary Bank: Citibank N.A. New York , USA
Swift:CITIUS33
Account with Institution:Bank of Georgia
Swift: BAGAGE22
Address:29a Gagarin street, Tbilisi 0160 , Georgia
Beneficiary: ELIZBARASHVILI TAMAZ
Account:GE83BG0000000574178400
ანგარიშის რეკვიზიტები ევროში:
BANK DETAILS FOR TRANSFERS IN EURO
Intermediary Bank :Commerzbank, Frankfurt,Germany
Swift:COBADEFF
Account with Institution:Bank of Georgia
Address:29a Gagarin street, Tbilisi 0160 , Georgia
Swift: BAGAGE22
Beneficiary: ELIZBARASHVILI TAMAZ
Account:GE83BG0000000574178400
ასევე თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია როგორც თიბისი ასევე საქართველოს ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ამ პირადი ნომრის მიხედვით :
#01008001849
თამაზ ელიზბარაშვილი.
დავამატეთ ანგარიში თიბისი ბანკში:
ანგარიშის რეკვიზიტებია ლარში :
მიმღები ბანკი : სს ,,თიბისი”
ბანკის კოდი : TBCBGE22
მიმღების დასახელება:ელიზბარაშვილი თამაზ
მიმღების ანგარიშის ნომერი : #GE40TB1100000361170052
კომენტარები