„მგონია, მოსახლეობის რაღაც ნაწილს უნდა კიდეც, მოსახლეობის რაღაც ნაწილისთვის შემთხვევებმა მოიმატება თვითმიზანი“-თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს:

-„გამოჩნდა ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი, სადღაც 13 ათასი ადამიანი არის აცრილი, ეს ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო პირველი ათი დღე, მაგრამ ასევე ბევრად ჩამორჩება იმ ტემპს, რომელიც გვჭირდება, წლის ბოლოს 60 პროცენტამდე რომ გავიდეთ.

 შთაბეჭდილება მრჩება, შეიძლება ამას არ უნდა ვამბობდე, თუმცა მგონია, მოსახლეობის რაღაც ნაწილს უნდა კიდეც, მოსახლეობის რაღაც ნაწილისთვის შემთხვევებმა მოიმატება თვითმიზანიც გახდეს,  შემდგომში ამით მანიპულირება რომ მოხდეს, თითქოს სახელმწიფო ამ ყველაფერს ვერ უზრუნველყოფს.

მთავარია, მოსახლეობა დაუბრუნდეს იმ მდგომარეობას, რაც დაახლოებით ორი თვის წინ იყო, პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანციის წესებს თითქმის ყველა იცავდა.

მოლოდინი იყო, გუშინ 900 შემთხვევა შეიძლება გაქცეულიყო ნახტომისებურად, როგორც ნოემბერ-დეკებერში“.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს. საქართველომ  გასულ კვირას „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.
კომენტარები