“მგონი, იმ ბოზების შთამომავალი ვართ, ვინც ხატს ფეხი დაადგა და გადარჩაო“, – გია კორკოტაშვილი საზოგადოებას მიმართავს

„ქართული მარშის“ ორგანიზატორი გია კორკოტაშვილი, ლიბერალური პოლიტიკის მომხრე საზოგადოებას მიმართავს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„ეს ყურადღება იმ ხალხს ეკუთვნის ,,ვითომ” რომ უნდათ და ,,შენძრეულობას” ამოფარებულები რომ არიან, აქაც კარგები რომ იყვნენ და რამე რომ მოხდეს იქაც!
ჯამაათი ვართ შეგროვებული ჩვენი თაობა თბილისელები, და მიდის დღევანდელობაზე მსჯელობა, ერთი ამბობს, ეს რა ხდება, ჩვენა ვართ ბიჭო იმ ასიათასი მართლმადიდებელის შთამომავალი მეტეხის ხიდზე ხატს რომ ფეხი არ დაადგა და დიდიან-პატარიანად სიცოცხლე შესწირაო?

პაუზა, უცებ ,,გარადსკოი” გაგრძელება მონახა მეორემ, ჩვენ მე მგონი, იმ ბოზების შთამომავალი ვართ ვინც ფეხი დაადგა და გადარჩაო! კი იღადავა, მაგრამ დასაფიქრებელი კი თქვა მგონი ჰააა? თქვენ როგორა ფიქრობთ, ბრატცი!“- წერს კორკოტაშვილი.

 

კომენტარები