მდინარე ენგურში დაკარგული მეოთხე კაცის ცხედარი იპოვეს

სოფელ ორსანტიაში, მდინარე ენგურში დაკარგული მეოთხე კაცის ცხედარი იპოვეს. მანამდე მდინარე ენგურმა სამი ცხედარი სოფელ შამგონასთან გამორიყა. ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოები დილიდან მიმდინარეობდა.

გარდაცვლილები ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ წარჩეს მკვიდრები იყვნენ. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ისინი მდინარე ენგურის გავლით ცდილობდნენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას, რა დროსაც მდინარე ადიდდა და დინებამ გაიტაცა.

საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას, სოფელ შამგონასა და სოფელ თაგილონის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამკვიდრებული უკანონო დაკავებებისთვის თავის არიდების მიზნით ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი საქართველოს სამი მოქალაქე ცდილობდა მდინარე ენგურის გავლით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას. მდინარე ენგურის გადმოკვეთისას სამივე დაიღუპა

კომენტარები