მდინარე რიონში მყვინთავებმა 17 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს

ფოთში, მდინარე რიონში მყვინთავებმა გარდაცვლილი მოზარდი იპოვეს.

წინასწარი ინფორმაციით, 17 წლის ახალგაზრდა მდინარის გადაცურვას ცდილობდა, დინებამ გაიტაცა.

სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამი მყვინთავი, ერთი ნავი, საფრენი აპარატი „დრონი, ორი სკუტერი, ორი კატერი, აქედან ერთ-ერთი „ექოლოტით“ იყო აღჭურვილი.

კომენტარები