მდოგვის ზეთის გამოყენება კოსმეტოლოგიაში

მდოგვის ზეთის გამოყენება კოსმეტოლოგიაში

მდოგვის ზეთის სოკოსსაწინააღმდეგობაქტერიოციდულიანტივირუსული თვისებებიგანაპირობებენ მის გამოყენებას შემდეგ დაავადებათა წინააღმდეგ:

  • აკნე;
  • სებორეა;
  • ატოპიური დერმატიტი;
  • ალერგიული და ჩირქოვანი გამონაყარები;
  • ეგზემა;
  • ფსორიაზი;
  • ჰერპესი;
  • მიკოზები.

მდოგვის ზეთი ხშირად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში, როგორც კანის და ტანის მოვლის საშვალება. კანზე წასმისას ის სწრაფად და ღრმად შეიწოვება. კვებავს, არბილებს,ატენიანებს კანს და რაც მთავარია იცავს კანს ნაადრევი სიბერისა დანაოჭების წარმოქმნისაგან.

გარდა ამისა, ცნობილია მდოგვის ზეთის გამოყენება სახლის პირობებში, როგორც თმის მოვლის საშვალება მისი რეგულარული გამოყენება აჩერებს თმის ცვენას და თმის ნაადრევ გაჭაღარავებას.

გამოიყენება სხეულის მასაჟისთვის.

თმის სწრაფი ზრდისთვის და ქერტლის საწინააღმდეგოდ მდოგვის ზეთი გამოიყენება ჭრილობების და დამწვრობის სამკურნალოდ.

ფეხის და ხელის კრუნჩხვების დროს უნდა დავიზილოთ მტკივნეულ ადგილები მდოგვის ზეთით.

სინუსიტის შემთხვევაში ყოველდღიურად წავისვათ, შეზილვის გარეშე, ზეთი ცხვირის გარშემო და საფეთქელთან.

მყესის დაჭიმულობის ან ამოვარდნილობის შემთხვევაში დაზიანებული ადგილები დავიზილოთ შემდეგი ნარევით: მდოგვის ზეთი 30გ, 1ჩ/კ იოდი.

უძველესი სასიყვარულო ტრაქტატები გვამცნობენ შემდეგ რეცეპტს:ავურიოთ ერთმანეთში მდოგვის ზეთი, ქონდარი და თაფლი. ნარევი წავისვათ საჭირო ადგილას. ამ ორგანოში ის ხელს შეუწყოფს სისხლძარღვების გაფართოებას და სისხლის მოზღვავებას. რაც გამოიწვევს ერექციის გაუმჯობესებას.

ნიღაბი და აპლიკაცია პრობლემური კანისთვის:

ავურიოთ ერთმანეთში 1ს/კ მდოგვის ზეთი, 1ს/კ კოსმეტიკური ნუშის ზეთი, 1ს/კ კოსმეტიკური ავოკადოს ზეთი, 1ს/კ კოსმეტიკური ჟოჟობას ზეთი, 1ს/კ ხორბლის მარცვლის ჩანასახის ზეთი. დავასველოთ ამ ნარევით ქაღალდის ხელსახოცი დავიდოთ პრობლემურ ადგილებზე 15–30წთ, 1–2ჯერ დღეში.

აბაზანა მშრალი და გაუხესებული ხელებისათვის

ოდნავ შევათბოთ 100მლ მდოგვის ზეთი, ჩავაწვეთოთ 3–5წვეთი იოდის ხსნარი, ჩავდოთ ხელები 20–25წთ ასეტი პროცედურის ცატარება რტეკომენდირებულია კვირაში ერთხელ. აუმჯობესებს არამარტო კანს, არამედ აჩერებს ფრჩხილების მტვრევადობას.

თმების სტრუკტურის გასაუმჯობესებლად:

მდოგვის ზეთით(50გ) ან მდოგვის ზეთით გამდიდრებული შამპუნი წავისვათ მსუბუქი შეზელვით თმებზე და თმის ძირებზე დაბანამდე 10–15წთ ადრე.

პოდაგრისა და ართრითის დროს გამოვიყენით მდოგვის ზეთისა და ორგანული კამფორის ნარევი: 0,25 ჭიქა მდოგვის ზეთს დავუმატოთ 300–500მლ ორგანული კამფორა, დავდგათ ნელ ცეცხლზე კამფორის საბოლოო გალღობამდე ამ ნარევით შემდგომ დავიზილოთ მტკივნეული ადგილები.

სველი ხველების სამკურნალოდ:

მდოგვის ზეთისა დამარილის ნარევით დავიზილოთ ზურგისა და მკერდის მიდამო.

ოტიტისა და ყურის ტკივილის დროს:

მტკივნეულ ყურში პერიოდულად ჩავიწვეთით 3–4წთ მდოგვის ზეთი.

 

კომენტარები