„მეგი ბაქრაძე იყო სამედიცინო პერსონალი, ძალიან კარგად იცოდა, რა რისკები იყო ამ შემთხვევაში”- ეკატერინე ტიკარაძე

-„ყველა ქვეყანაში ჩამოყალიბებულია  გარკვეული კითხვარი, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს ანამეზის დეტალურ შეგროვებას. ეს ანამეზი მეგი ბაქრაძის შემთხვევაში შეგროვებული იყო.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტიც, მეგი ბაქრაძე იყო სამედიცინო პერსონალი, ცხოვრების განმავლობაში ჩატარებული ჰქონდა გარკვეული მანიპულაციები.  მან ძალიან კარგად იცოდა, რა რისკები იყო ამ შემთხვევაში,”- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „ღამის კურიერის” ეთერში 27 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების თემაზე საუბრისას.

~ 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა “იმედში” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში, ექთანი კომატოზურმდგომარეობაში ჩავარდა.

27 წლის ექთანი, რომელსაც ახალციხეში კორონავირუსზე აცრის შემდეგ მძიმე გვერდითი რეაქცია გამოუვლინდა, გარდაიცვალა. 

 ექთნის ახლობლები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკასთან არიან შეკრებილები.  მომხდარის გამოძიებას ითხოვენ.

კომენტარები