მეგი ბაქრაძის საქმეზე ბარლდებულ მედიკოსებს 3000-ლარიანი გირაო შეეფარდათ
გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებულ მედიკოსებს, ვიოლეტა ინასარიძეს, ბექა ლიპარტელიანსა და თეა გზირიშვილს, სასამართლომ 3000-3000 ლარის გადახდა დააკისრა.
ექიმებს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განესაზღვრა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 31 მაისს ჩაინიშნა.