„მეგობრობაზე მშვენიერი ქვეყნად არაფერია. იგი ნუგეშია დღევანდელ ცხოვრებაში. რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო ამაღლებული და ძვირფასი, როდესაც შეგიძლია, გული გაუხსნა ვინმეს“ – ილია მეორე

-„მეგობრობაზე მშვენიერი ქვეყნად არაფერია. იგი ნუგეშია დღევანდელ ცხოვრებაში. რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო ამაღლებული და ძვირფასი, როდესაც შეგიძლია, გული გაუხსნა ვინმეს, გაუმხილო საიდუმლოება, გაანდო დაფარული? რა შეიძლება იყოს უფრო მანუგეშებელი რაიმე, ვიდრე ის, როდესაც გყავს გულწრფელად ერთგული ადამიანი, რომელიც შენი სიხარულით გაიხარებს და შენს ჭირს გაიზიარებს, დევნილობაში კი რჩევასა და ნუგეშს მოგცემს?!

წმ. ამბროსი მედიოლანელი

რომ იყო ჭეშმარიტი მეგობარი, აუცილებელია გქონდეს ამაღლებული, მოსიყვარულე და მტკიცე სული. უნდა შეგეძლოს ბევრი რამის პატიება, ბევრის დავიწყება, ბევრის მოთმენა. დედობის, საერთოდ მშობლის ვალის შემდეგ ამქვეყნად ყველაზე მეტ მსხვერპლს მეგობრობა ითხოვს. მეგობარს უნდა შევწიროთ არა მარტო დრო და გრძნობები, არამედ ჩვენი მთელი შესაძლებლობები და, თუ აუცილებელია, სიცოცხლეც კი.. იმაზე სასიხარულო და განმამტკიცებელი აზრი რა უნდა იყოს, როცა იცი, შენი მეგობარი არასდროს გიღალატებს, არასდროს მიგატოვებს.

იყვარებოდით ურთიერთარს“

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II

კომენტარები