მედეა ჩხაიძე: ბავშვის დაბადებისთანავე მისი გენეტიკური სქესის განსაზღვრა უამრავ პრობლემას აგვარიდებს!

მსოფლიოში ერთნაირსქესიანთა ინტიმური ურთიერთობის და ლგბტ თემების პროპაგანდის მსხვერპლი უამრავი ადამიანი სქესის შეცვლის მიზნით ოპერაციის გასაკეთებლად ემზადება. მრავალმა ასეთი ოპერაცია უკვე გაიკეთა და კაცებიქალებად, ქალები კი, კაცებად იქცნენ.. წმინდა სამედიცინო და ბიოლოგიური თვალსაზრისით როდის არის მიზანშეწონილი მსგავსი ოპერაციის გაკეთება და არსებობს თუ არა მეცნიერული მიდგომა იმის დასადგენად, სინამდვილეში რომელ სქესს მიეკუთვნება ადამიანი? ვესაუბრები დედაჩემს, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს ეროვნული აკადემიის საპატიო აკადემიკოსს,

მედეა ჩხაიძეს:

– ფლორით და ფაუნით სამყაროს მრავალფეროვნების გასაღები ძევს მეცნიერებაში, რომელსაც გენეტიკა ეწოდება. გენეტიკის კარგად ცოდნის გარეშე შეუძლებელია, საზოგადოებამ კვების და მსუბუქ მრეწველობაში, სისხლის სამართალში და უამრავ სხვა დარგში საზოგადოებამ წარმატებას მიაღწიოს. ნებისმიერი ინდივიდის ჩასახვიდან ვიდრე სიკვდილამდე განვითარება, ანუ ონტოგენეზი – სრულად დამოკიდებულებია ინფორმაციაზე, რომელიც განაყოფიერებულ კვერცხუჯრედში – ზიგოტაში იყრის თავს. მემკვიდრულ ამ ინფორმაციას გენოტიპი ეწოდება და იგი ქრომოსომებშია მოცემული. ყველა ინდივიდი ამ ინფორმაციის საფუძველზე ყალიბდება, თუმცა მემკვიდრულ ინფორმაციასთან ერთად ინდივიდის განვითარებაზე გავლენას გარემო პირობებიც ახდენს. გარემოს და გენოტიპის ურთიერთგავლენით კი, ფენოტიპი ყალიბდება. მაგალითად განვიხილოთ ტყუპები, რომელთაც იდენტური გენოტიპი გააჩნიათ.. შეიძლება ერთი ტყუპისაცალი, რომელიც ჭარბად იკვებება – გასუქდეს, მეორე კი, რომელიც შიმშილობს – გამხდარი დარჩეს. ამ შემთხვევაში გარემოს გავლენით ერთნაირი გენოტიპისგან ორი სხვადასხვანაირი ფენოტიპია სახეზე. ერთი ტყუპისცალი შეიძლება გაიზარდოს ოჯახურ გარემოში და იყოს ზრდილობიანი, ესთეტიური, მეორე კი, ქუჩას შერჩეს და განუვითარდეს მავნე ჩვევები – ესეც ერთი გენოტიპის 2 სხვადასხვა ფენოტიპია.

– გენოტიპის მიხედვით ინდივიდის სქესი ყოველთვის ზუსტად არის განსაზღვრული?

– ნორმის ფარგლებში დედის და მამის ქრომოსომული ინფორმაციების შერწყმის შემდეგ შთამომავლის სქესი იმთავითვე ზუსტად განსაზღვრულია, თუმცა არსებობს გადახრებიც, რასაც ქრომოსომული სინდრომები ეწოდება. მრავალი ოჯახი მისულა დანგრევამდე, სადაც მხოლოდ გოგონები იბადებოდნენ და ქმარს ცოლის მიმართ ჰქონდა პრეტენზია, რომ იგი ვერ აჩენდა მამრობითი სქესის შთამომავალს, თუმცა ქალზე არანაირად არ არის დამოკიდებული ვაჟის გაჩენა. ბიჭის სქესს მხოლოდ მამა განაპირობებს.

– რატომ?

– იმიტომ რომ ქალს სასქესო უჯრედში, ანუ კვეცხუჯრედში გააჩნია მხოლოდ გოგონას სქესის განმსაზღვრელი გენი, რომელიც პირობითად X სიმბოლოთი აღინშნება. მამაკაცს კი სასქესო უჯრედში, ანუ სპერმატოზოიდში შეიძლება ჰქონდეს გოგონას სქესის განმაპირობებელი X, ან ბიჭის განმაპირობებელი Y გენი. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ქალის სასქესო უჯრედი არის ერთი, ხოლო მამაკაცს ერთ ჯერზე რამდენიმე მილიონი სასქესო უჯრედის გადმოფრქვევა შეუძლია, რომელთაგან სტატისტიკურად ნახევარს X, ხოლო მეორე ნახევარს Y გენი გააჩნია. რამდენიმე მილიონი სპერმატოზოიდიდან კვერცხუჯრედს ანაყოფიერებს მხოლოდ ერთი სპერმატოზოიდი და როცა ქალის და კაცის გენეტიკური ინფორმაცია ზიგოტაში წყვილდება, სქესის ჩამოყალიბება მეტად საინტერესოდ ხდება: თუ კვერცხუჯრედი გაანაყოფიერა იმ სპერმატოზოიდმა, რომელსაც X გენი ჰქონდა, ერთმანეთს შუწყვილდება დედის X და მამის ასევე X გენი, შთამომავალი დედისგან და მამისგანაც აუცილებლად მდედრობით სქესს მიიღებს.. მაგრამ თუ კვერცხუჯრედს გაანაყოფიერებს Y გენის მატარებელი სპერმატოზოიდი, ერთმანეთთან დაწყვილდებიან X დაY გენები. Y (მამრის განმაპირობებლი) გენი უფრო ძლიერია, ამიტომ ნორმის ფარგლებში ამ დროს ვითარდება მამრობითი სქესის შთამომავალი.

– რით აიხსნება, რომ ზოგი ვაჟი ინაზება, ხოლო გოგონა მამაკაცურ თვისებებს ავლენს?

– სქესის მიუხედავად არა მხოლოდ ადამიანს, ყველა ინდივიდს გამოუმუშავდება როგორც მდედრის, ისე მამრის ჰორმონები. ისინი მეორად სასქესო ნიშნებს აყალიბებენ, რაც გარეგნობაზე აისახება. სწორედ ჰორმონები განაპირობებენ ვაჟის ბოხ ხმას, თმიანობას და დაკუნთულ სხეულს, განსხვავებით – ქალის ნაზი ხმის და სხეულის აგებულებისგან. ხანდახან, ჰორმონულ რეგულაციებზე გარემო პირობები ახდენს გავლენას, აძლიერებს ინდივიდში საპირისპირო სქესის ჰორმონის გამოყოფას, რაც ამ ინდივიდის ფენოტიპზე აისახება. მაგალითად, შეიძლება დაიბადოს გოგონა, მაგრამ გარემო პირობების გავლენით და ჰორმონალური რეგულაციების შედეგად განუვითარდეს მამაკაცის სასქესო ასო, რადგან როგორც ქალის, ისე მამაკაცის სასქესო ორგანოები ერთი და იმავე ქსოვილებიდან წარმოიქმნებიან. ასეთი გადახრა შეიძლება აღმოაჩნდეს როგორც ვაჟს, ასევე გოგონას, ანუ როგორც X-Y ასევე X-X გენების კომბინაციით დაბადებულებს.   

– და, რა უნდა იღონოს ადამიანმა, თუ მას საპირისპირო სქესის ნიშნები მომეტებულად გამოუვლინდება?

– პირველ რიგში, მშობელი ადრეული ასაკიდანვე ყურადღებით უნდა აკვირდებოდეს შვილის ქცევებს.. თუ საპირისპირო სქესის დამახასიათებელი ნიშნები დაუნახა, მაგალითად, თუ შეამჩნია, რომ 7 წლის ბიჭუნა ხშირად ცდილობს სარკის წინ კაბის მოზომებას ( ოღონდ უნდა გამოირიცხოს ბავშვური გართობა) ან გოგონა ბიჭური თამაშებით არის გატაცებული – დაუყოვნებლივ მიმართოს ლაბორატორიულ კვლევას! სამშობიაროში დაბადებულ ბავშვს ექიმი მეტრიკაში სქესს ვიზუალური შეფასებით, გარეგნული სასქესო ორგანოების შესაბამისად უწერს. არადა სისხლის ჯგუფი, რეზუს ფაქტორი და რიგი სხვა მახასიათებლები ლაბორატორიული კვლევებით განისაზღვრება. მშობელი რაც უფრო ადრეულ ასაკში დაადგენს შვილის გენეტიკურ სქესს, მით უფრო ადვილი იქნება ჰორმონალური და ფსიქოლოგიური მკურნალობის შედეგად ბავშვის კალაპოტში მოქცევა და მისი სქესის შესაბამის, სრულყოფილ ინდივადად ჩამოყალიბება. ოღონდ ეს შეეხება ნორმალური გენოტიპის მქონე იმ ინდივიდებს, რომლებიც რიგი მიზეზების გამო მათი გენეტიკური სქესისთვის შეუსაბამოდ იქცევიან.. პირადად ვნახე ჟორდანიას კვლევით ინსტიტუტში მშობლების თანხლებით მოსული 13 წლის გოგონა, რომელსაც ნელ-ნელა ვაჟის სასქესო ორგანო უვითარდებოდა და ამის გამო ბავშვიც და მშობლებიც ისტერიკაში იყვნენ. დაისვა კითხვა, ის გოგონა იყო თუ ბიჭი? კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გენეტიკურად ნამდვილი გოგონაა. მას ოპერაციულად მოკვეთეს მამაკაცის სასქესო ორგანო და მეთვალყურება დაიწყეს. ყველაფერი მწყობრში ჩადგა – გოგონამ ჩვეულებრივი ცხოვრება გააგრძელა: დაქალდა, გათხოვდა, შვილებიც გააჩინა და ალბათ დღემდე ბედნიერია. ყოფილან ბიჭები – გოგონას ქცევებისკენ მიდრეკილებებით და ჰორმონალურ-ფსიქოლოგიური მკურნალობის შედეგად გამოჯანმრთელებულან, სრულფასოვან მამაკაცებად ჩამოყალიბებულან.. მაგრამ იყო სხვა შემთხვევებიც, როცა მოიყვანეს გოგონა, რომელიც კვლევის შედეგად გენოტიპურად ბიჭი აღმოჩნდა და პირიქითაც, როცა კვლევაზე მოყვანილ ბიჭს ქალის გენეტიკური სქესი დაუდგინდა. თუ ასეთი შემთხვევბი სქესობრივი სიმწიფის ასაკამდე გამოვლინდება, შველა ჯერ კიდევ შესაძლებელია, მერე უკვე ყველა მცდელობა ამაოა!

– სხვა რა სახის დარღვევები არსებობს?

– ზოგჯერ თავად გენოტიპი არ არის ნორმის ფარგლებში, ანუ, სახეზეა ქრომოსომული სინდრომი. მაგალითად, კვერცხუჯრედში ერთის ნაცვლად ორი X გენია, რომელსაც ანაყოფირებს ასევე X გენის შემცველი სპერმატოზოიდი და ზიგოტაში თავს იყრის სამი X გენი. ამ დროს იბადება ჯუჯა ტანის გოგონა. შეიძლება, ნორმალური აგებულების დაიბადოს, მაგრამ იყოს სექსუალური ლტოლვით გაუმაძღარი. ასეთ ქალებს “ცოფიანი საშოს” მქონეს უწოდებენ, მაგრამ მათი გადაჭარბებული ლტოლვა ამორალობით კი არა, გენეტიკით არის განპირობებული. საზოგადოებამ ასეთი ქალი კი არ უნდა განიკითხოს, არამედ,მის დასაცავად საკანონმდებლო ბაზაც ჩამოაყალიბოს.
თუ ორი X გენის შემცველი კვერცხუჯრედი Y გენის შემცველმა სპერმატოზოიდმა გაანაყოფიერა, დაიბადება ბიჭი, რომელსაც ქალური მიდრეკილებები ექნება. ესეც ავადმყოფობაა და ასეთსაც უნდა იცავდეს კანონი. ქრომოსომული გადახრების ვარიაციები უამრავია..

– ისეთი შემთხვევები თუ არსებობს, როცა ნორმალური გენეტიკის მატარებლები თავიანთი სქესის საპირისპირო ნიშნებს ავლენენ?

– სტატისტიკურად დადგენილია, რომ მათ შორის, ვინც საპირისპირო სქესის ნიშნებს ავლენენ, 80 % გენეტიკურად ჯანმრთელია. თუ ჯანმრთელი ადამიანი ასე იქცევა, უკვე მიმბაძველობის და ამორალური სოციუმის გავლენის შედეგად უნდა მივიჩნიოთ. მათ მერკანტილობის თუ ბოჰემისადმი ლტოლვის გამო აქციეს ზურგი საკუთარ გენეტიკურ სქესს, რადგან სამწუხაროდ, ეს ტენდენცია დასავლეთიდან წაქეზებულია და უხვად ფინანსდება. ჩემი აზრით, საზოგადოებას უფლება აქვს, ამორალური ცხოვრების წესის გავრცელებისგან თავი მკაცრ საკანონმდებლო რეგულაციებზე დაყრდნობით დაიცვას. ჰომოფობიად არ უნდა შეფასდეს, თუ სახელმწიფო ყველა ლგბტ პირის მიმართ მათი გენეტიკური სქესის დასადგენად სავალდებულო კვლევას დააწესებს. ვისაც ქრომოსომული გადახრები აღმოაჩნდება, სახელმწიფომ მათი უფლებები კანონის დონეზე უნდა დაიცვას, ჯანმრთელი გენეტიკური სქესის მქონეებს, ვისაც ფენოტიპური გადახრები აღმოაჩნდებათ – ბიუჯეტის ხარჯზე დაუნიშნოს მკურნალობა, ხოლო დანარჩენთა მიმართ, ვინც ნორმალური გენეტიკური სქესის მიუხედავად საპირისპირო სქესისკენ ბოჰემის და მერკანტილური მოტივაციით ილტვიან, საკანონმდებლო დონეზე დაეკისროთ პასუხისმგებლობა. ასეთ შემთხვევაში, ქვეყანაში ზნეობის საკითხიც წარმატებით მოგვარდება და ავადმყოფებსაც ეშველებათ!

– გენეტიკური სქესის დადგენა როგორ ხდება?

– საკმაოდ შრომატევადი და ძვირადღირებული კვლევების ერთობლიობაა, თუმცა ამის დასადგენად უმარტივესი და უიაფესი ექსპრეს საშუალებაც არსებობს – ბარის სხეულაკების გამოვლენა! იღებენ ნაცხს ლოყის შიდა ზედაპირიდან და გადააქვთ სასაგნე მინაზე. აწვეთებენ აცეტოორსეინს, აფარებენ საფარ მინას და პრეპარატს და მიკროსკოპით ათვალიერებენ. მიკროსკოპში დავინახავთ უჯრედებს, რომელთა ბირთვის მახლობლად, ციტოპლაზმაში სამი მუქად შეღებილი სხეულაკი თუ მოჩანს, კვლევის ობიექტი სრულფასოვანი გოგონაა! იმ შემთხვევაში, თუ მას რაიმე გადახრა აქვს, შემდგომმა კვლევებმა უნდა გამოავლინოს და შესაბამისი მკურნალობა დაენიშნოს, ოღონდ მხოლოდ სქესობრივი სიმწიფის ასაკამდე! თუ უჯრედების ციტოპლაზმაში ასეთი სხეულაკები არ მოჩანს, საკვლევი ობიექტი აუცილებლად ბიჭია! თუნდაც გოგონას ფენოტიპი ჰქონდეს გამოხატული, მას არც საშვილოსნო ექნება და არც საკვერცხეები! ჩემი აზრით, ასეთი სახის კვლევა კანონის ფარგლებში მასობრივად უნდა დაინერგოს სამშობიაროებში, რაც ადამიანის გენეტიკური სქესის შესაბამისად განვითარების წინაპირობად იქცევა და საზოგადოებას უამრავ პრობლემას – მათ შორის, ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინების დაკანონებას თავიდან აარიდებს!

ესაუბრა ზაზა დავითაია

 

კომენტარები