არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან სქესის შესაცვლელად ოპერაცია ჩაიტარონ. თბილისში უკვე ვიხილეთ რამდენიმე ათეული ადამიანის აქცია, რომლებიც პორადობის მოწმობაში სქესის გამოცვლას მოითხოვდნენ. ტრანსგენდერები ამტკიცებენ, რომ ქალად ან კაცად შეცდომით დაიბადნენ და სინამდვილეში იმის საპირისპირო სქესს წარმოადგენენ, რაზეც მათი გარეგნობა და კონსტიტუცია მეტყველებს. საზოგადოების უმრავლესობის აზრით კი, ასეთი მოთხოვნა უზნეობის დაკანონების მცდელობაა. და მაინც, სად გადის ზღვარი ბუნების შეცდომასა და უზნეობას შორის? როდის არის გამართლებული სქესის შესაცლელად ოპერაცია? – ამის დასადგენად მარტივი მეცნიერული მეთოდი არსებობს – აცხადებს ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნული აკადემიის საპატიო აკადემიკოსი მედეა ჩხაიძე:
– მსოფლიოში მკვიდრდება მცდარი მიდგომა იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანი არის იმ სქესის, რომლადაც თავს თავად მიიჩნევს, მაგრამ ბუნებას თავისი კანონზომიერებები გააჩნია, რომლის დარღვევაც ყოველთვის მძიმე შედეგებს იწვევს.
ფლორით და ფაუნით სამყაროს მრავალფეროვნების გასაღები ძევს მეცნიერებაში, რომელსაც გენეტიკა ეწოდება. გენეტიკის კარგად ცოდნის გარეშე შეუძლებელია, სხვადასხვა დარგში – კვების და მსუბუქ მრეწველობაში, სისხლის სამართალში და ა.შ. საზოგადოებამ წარმატებას მიაღწიოს. ნებისმიერი ინდივიდის ჩასახვიდან ვიდრე სიკვდილამდე განვითარება – ონტოგენეზის სახელით არის ცნობილი. ონტოგენეზი სრულად დამოკიდებულებია ინფორმაციაზე, რომელიც განაყოფიერებულ კვერცხუჯრედში – ზიგოტაში იყრის თავს. მემკვიდრულ ამ ინფორმაციას გენოტიპი ეწოდება და იგი ქრომოსომებშია მოცემული. ყველა ინდივიდი გენოტიპის საფუძველზე ყალიბდება, თუმცა მემკვიდრულ ინფორმაციასთან ერთად ინდივიდის განვითარებაზე გავლენას გარემო პირობებიც ახდენს. გარემოს და გენოტიპის ურთიერთგავლენით კი, ფენოტიპი ყალიბდება.
– ბიოლოგიურად მამაკაცად დაბადებულმა ადამიანმა გარემოს გავლენით შეიძლება თავი ქალად იგრძნოს?
– ცნობილია, რომ იდენტურ ტყუპებს ერთნაირი გენოტიპი გააჩნიათ, მაგრამ შესაძლოა, მათ სხვადასხვა გარემოში მოუწიოთ არსებობა. ამის შედეგად, ერთი ტყუპისაცალი, რომელიც ჭარბად იკვებება – გასუქდება, მეორე კი, გამხდარი დარჩება. ამ შემთხვევაში გარემოს გავლენით ერთნაირი გენოტიპისგან ორი სხვადასხვანაირი ფენოტიპია სახეზე. ასევე, ერთი ტყუპისცალი შეიძლება გაიზარდოს ოჯახურ გარემოში და იყოს ზრდილობიანი, ესთეტიური, მეორე კი, ქუჩას შერჩეს და განუვითარდეს მავნე ჩვევები – ესეც ერთი გენოტიპის 2 სხვადასხვა ფენოტიპია. ნორმის ფარგლებში, ბავშვის ჩასახვისთანავე, დედის და მამის ქრომოსომული ინფორმაციების შერწყმის შემდეგ შთამომავლის სქესი იმთავითვე ზუსტად განსაზღვრულია, თუმცა არსებობს გადახრებიც, რასაც ქრომოსომული სინდრომები ეწოდება. განსაზღვრული სქესის მიუხედავად, არა მხოლოდ ადამიანს, ყველა ინდივიდს გამოუმუშავდება როგორც მდედრის, ისე მამრის ჰორმონები. ისინი მეორად სასქესო ნიშნებს აყალიბებენ, რაც გარეგნობაზე აისახება. მაგალითად, ქალის ნაზი ხმის და სხეულის აგებულებისგან განსხვავებით, სწორედ ჰორმონები განაპირობებენ ვაჟის ბოხ ხმას, თმიანობას და დაკუნთულ სხეულს. ხანდახან, ჰორმონულ რეგულაციებზე გარემო პირობებიც ახდენს გავლენას, აძლიერებს ინდივიდში საპირისპირო სქესის ჰორმონის გამოყოფას, რაც ამ ინდივიდის ფენოტიპზე აისახება. მაგალითად, შეიძლება დაიბადოს გოგონა, მაგრამ გარემო პირობების გავლენით და ჰორმონალური რეგულაციების შედეგად განუვითარდეს მამაკაცის სასქესო ასო, რადგან როგორც ქალის, ისე მამაკაცის სასქესო ორგანოები ერთი და იმავე ქსოვილებიდან წარმოიქმნებიან. ასეთი გადახრა შეიძლება აღმოაჩნდეს როგორც ვაჟს, ასევე გოგონას.
– რა უნდა იღონოს ადამიანმა, თუ მას საპირისპირო სქესის ნიშნები მომეტებულად გამოუვლინდება?
– პირველ რიგში, მშობელი ადრეული ასაკიდანვე ყურადღებით უნდა აკვირდებოდეს შვილის ქცევებს. თუ საპირისპირო სქესის დამახასიათებელი ნიშნები დაუნახა, მაგალითად, თუ შეამჩნია, რომ 7 წლის ბიჭუნა ხშირად ცდილობს სარკის წინ კაბის მოზომებას და ინაზება (ოღონდ, უნდა გამოირიცხოს ბავშვური გართობა) ან გოგონა ბიჭური თამაშებით არის გატაცებული – დაუყოვნებლივ მიმართოს ლაბორატორიულ კვლევას!
– მაგრამ, ადამიანის სქესი ხომ მისი დაბადებისთანავე არის განსაზღვრული?
– სამშობიაროში დაბადებულ ბავშვს ექიმი მეტრიკაში სქესს მხოლოდ ვიზუალური შეფასებით, გარეგნული სასქესო ორგანოების შესაბამისად უწერს, არადა, სისხლის ჯგუფის, რეზუს ფაქტორის და რიგი სხვა მახასიათებლების დასადგენად ლაბორატორიული კვლევებია აუცილებელი. ბავშვი შეიძლება, გენეტიკურად, მამაკაცად დაიბადოს, მაგრამ გარემოს გავლენით განუვითარდეს ქალური მიდრეკილებები. გამორიცხული არ არის, სამშობიაროში სქესის ვიზუალურად შეფასების დროს მოხდეს საბედისწერო შეცდომა და ვიზუალურად გოგონა – გენეტიკურად ვაჟი აღმოჩნდეს. როდესაც 70-იან წლებში იოსებ ჟორდანიას სახელობის ქალის გენერაციული ფუნქციის ინსტიტუტში ვმუშაობდი, პირადად ვნახე მშობლების მიერ მოყვანილი მოზარდი ბიჭუნები, რომლებიც ლაბორატორიული კვლევის შედეგად, მდედრობითი სქესის აღმოჩნდნენ! ვნახე 13 წლის გოგონა, რომლის მშობლები ისტერიკაში იყვნენ, ვინაიდან მათ შვილს თვალსადახელსშუა ვაჟის სასქესო ორგანო უვითარდებოდა. დაისვა კითხვა, ის გოგონა იყო თუ ბიჭი? კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გენეტიკურად ნამდვილი გოგონაა. გაუკეთეს ოპერაცია – მოკვეთეს მამაკაცის სასქესო ორგანო და მეთვალყურება იწყეს. ყველაფერი მწყობრში ჩადგა – გოგონა დაქალდა, გათხოვდა, შვილებიც გააჩინა და დღემდე ბედნიერია. მინახავს სინაზისკენ მიდრეკილი მოზარდი ბიჭუნებიც, ჰორმონალურ-ფსიქოლოგიური მკურნალობის შედეგად გამოჯანმრთელებულან და სრულფასოვან მამაკაცებად ჩამოყალიბებულან. წავწყდომივარ ისეთ არაერთ შემთხვევევასაც, როცა მოზარდი გოგონა კვლევის შედეგად, გენოტიპურად ბიჭი აღმოჩენილა და პირიქით, როცა მოზარდ ბიჭს მდედრობითი გენეტიკური სქესი დაუდგინდა. თუ ასეთი შემთხვევები სქესობრივი სიმწიფის ასაკამდე გამოვლინდება, შველა ჯერ კიდევ შესაძლებელია, მერე უკვე ყველა მცდელობა ამაოა! სწორედ ამიტომ, დაუშვებელ შეცდომად მიმაჩნია, ბავშვის მიდრეკილებების ბედის ანაბარად მიშვება და საკუთარი სქესის განსაზღვრის თავად მოზარდისთვის მინდობა, რასაც დღეს თავს გვახვევენ სასწავლო დაწესებულებებში.
– სტატისტიკა რას ამბობს?
-მათ შორის, ვინც საპირისპირო სქესის ნიშნებს ავლენენ, 80 პროცენტი გენეტიკურად ჯანმრთელია. ისინი მიმბაძველობის და ამორალური გარემოს მსხვერპლნი არიან. სამწუხაროდ, ასეთი ტენდენცია დასავლეთიდან წაქეზებულია და უხვად ფინანსდება. ჩემი აზრით, საზოგადოებას უფლება აქვს, ამორალური ცხოვრების წესის გავრცელებისგან თავი მკაცრ საკანონმდებლო რეგულაციებზე დაყრდნობით დაიცვას. ჰომოფობიად არ უნდა შეფასდეს, თუ სახელმწიფო ყველა ლგბტ პირის მიმართ მათი გენეტიკური სქესის დასადგენად სავალდებულო კვლევას დააწესებს. ვისაც ქრომოსომული გადახრები აღმოაჩნდება, სახელმწიფომ მათი უფლებები კანონის დონეზე უნდა დაიცვას, ჯანმრთელი გენეტიკური სქესის მქონეებს, ვისაც ფენოტიპური გადახრები აღმოაჩნდებათ – ბიუჯეტის ხარჯზე დაუნიშნოს მკურნალობა, ხოლო დანარჩენთა მიმართ, ვინც ნორმალური გენეტიკური სქესის მიუხედავად საპირისპირო სქესისკენ ბოჰემის და მერკანტილური მოტივაციით ილტვიან, საკანონმდებლო დონეზე დაეკისროთ პასუხისმგებლობა. ასეთ შემთხვევაში, ქვეყანაში ზნეობის საკითხიც წარმატებით მოგვარდება და ავადმყოფებსაც ეშველებათ!
– რა არის საჭირო იმისთვის, რომ სქესის განსაზღვრისას საბედისწერო შეცდომა თავიდან ავიცილოთ?
– მშობელი რაც უფრო ადრეულ ასაკში დაადგენს შვილის გენეტიკურ სქესს, მით უფრო ადვილი იქნება ჰორმონალური და ფსიქოლოგიური მკურნალობის შედეგად ბავშვის კალაპოტში მოქცევა და მისი სქესის შესაბამის, სრულყოფილ ინდივადად ჩამოყალიბება. ეს შეეხება მხოლოდ ნორმალური გენოტიპის მქონე იმ ინდივიდებს, რომლებიც გარემოს გავლენით, მათი გენეტიკური სქესისთვის შეუსაბამოდ იქცევიან. ოღონდ, ზოგჯერ თავად გენოტიპი არ არის ნორმის ფარგლებში. მაგალითად, შეიძლება ქრომოსომული სინდრომით დაიბადოს გოგონა, რომელიც ზრდასრულ პერიოდში სექსუალური ლტოლვით გაუმაძღარი იქნება. ასეთ ქალებს “ცოფიანი საშოს” მქონეს უწოდებენ, მაგრამ მათი გადაჭარბებული ლტოლვა ამორალობით კი არა, გენეტიკით არის განპირობებული. საზოგადოებამ ასეთი ქალი არ უნდა განიკითხოს, არამედ, მისი მდგომარეობა მეცნიერულად განმარტოს და ასეთის დასაცავად საკანონმდებლო ბაზაც ჩამოაყალიბოს.
– როგორ ხდება გენეტიკური სქესის დადგენა?
– გენეტიკური სქესის დადგენა საკმაოდ შრომატევადი და ძვირადღირებული კვლევების ერთობლიობაა, თუმცა უმარტივესი და უიაფესი ექსპრეს საშუალებაც არსებობს – ბარის სხეულაკების გამოვლენა! ამისთვის ლოყის შიდა ზედაპირიდან იღებენ ნაცხს და გადააქვთ სასაგნე მინაზე. აწვეთებენ აცეტოორსეინს და მიკროსკოპით ათვალიერებენ.
თუ უჯრედების ბირთვის მახლობლად ციტოპლაზმაში სამი მუქად შეღებილი სხეულაკი მოჩანს, კვლევის ობიექტი სრულფასოვანი გოგონაა! იმ შემთხვევაში, თუ მას რაიმე გადახრა აქვს, შემდგომმა კვლევებმა უნდა გამოავლინოს და შესაბამისი მკურნალობა დაენიშნოს, ოღონდ, ეს უნდა მოხდეს სქესობრივი სიმწიფის ასაკამდე!
უჯრედების ციტოპლაზმაში მუქად შეღებილი სხეულაკების არარსებობა მიანიშნებს, რომ კვლევის ობიექტი ბიჭია!
ჩემი აზრით, ასეთი სახის კვლევა კანონის ფარგლებში უნდა დაინერგოს სამშობიაროებში. ამგვარად შეიქმნება მყარი წინაპირობა, ახალშობილი თავისი ნამდვილი, გენეტიკური სქესის შესაბამისად განვითარდეს, რაც საზოგადოებას უამრავ უხერხულობას, მათ შორის, ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინების დაკანონებას თავიდან აარიდებს!
ესაუბრა ზაზა დავითაია
წყარო: “ასავალ-დასავალი”