მედეა ჯაფარიძისა და რეზო თაბუკაშვილის სიყვარულის ამბავი

მედეა ჯაფარიძისა და რეზო თაბუკაშვილის სიყვარულის ამბავი

მედეას პატარაობიდანვე მძიმე ცხოვრება ხვდა წილად. მამა დაუპატიმრეს, დედას ამის ნიადაგზე სულიერი აშლილობა დაეწყო, ზრდიდა ბიძა.ძალიან ადრე გათხოვდა, თუმცა სწავლა უზომოდ უნდოდა. მსახიობობაზე ოცნებობდა.

მისი პირველი ქმარი გრიშა კოსტავა გახლდათ, მერაბ კოსტავას ბიძა.იგი ანტისაბჭოთა პროპაგანდისთვის დააპატიმრეს. მაშინ მედეა 20 წლის იყო. მისი წყალობით, გრიშას სიკვდილით დასჯა 10 წლიანი პატიმრობით შეეცვალა. ქმარმა უთხრა,არ დამელოდო თუ ვინმე ღირსეული გამოჩნდება ცოლად გაყევიო.

შემდეგ , მოსკოვში გაემგზავრა კვლავ, ამჯერად უკვე სამხატვრო თეატრის სტუდიაში სასწავლებლად. მაშინ გაიცნო რეზო თაბუკაშვილი.

იდგა 1947 წელი. რეზო ამ დროს დიპლომატიურზე სწავლობდა. იგი არ იყო მიჩვეული გოგონებისგან უარს. მედიკო დანახვისთანავე მოეწონა და პაემანიც დაუნიშნა, მაგრამ მედიკო არ მივიდა. გაუკვირდა რეზოს. მერე კაფეში დაპატიჟა. ქალი მისვლას არ დაჰპირებია, მაგრამ არც უარი უთქვამს, ამიტომაც ეგონა რეზოს, რომ პაემანი შედგებოდა, თუმცა კვლავ გაწბილებული დარჩა… ახლა უკვე საგონებელში ჩავარდა ქალებისგან განებივრებული რეზო. ამასობაში კი მედიკოს სტუდიაში ნიჭიერ სტუდენტად მიიჩნევდნენ, მას როლებიც შესთავაზეს და ამით უსაზღვროდ გახარებულს სულაც არ ეცალა თაყვანისმცემლებისთვის. მას არ უნდოდა სხვა რამაზე გადართულიყო, ამიტომაც არავის არ აქცევდა ყურადღებას, მათ შორის არც რეზოს.

სწორედ იმ დროს, როცა მედიკომ ერთ საინტერესო როლზე დაიწყო მუშაობა, თბილისიდან შეატყობინეს: “ჩამოდი, დედა ავად არის”. მედიკოს გულში კიდევ ერთი მგრძნობიარე სიმი ჩაწყდა. მას რეზოსთან მოუნდა განდობა და სანამ თბილისში წამოვიდოდა, ვაჟს დაურეკა. ისიც მაშინვე მედიკოსთან გაჩნდა… მთელი ღამე გაათენეს, რეზო შეძრული უსმენდა თავისი რჩეულის ტკივილით აღსავსე ცხოვრებას. როცა მედიკომ თავისი ამბავი დაასრულა, რეზომ თავი ვერ შეიკავა და ატირდა. მაშინ მიხვდა მედიკო, რომ ასეთ კაცს ხელს ვერ ჰკრავდა. იგი მართლაც ღირსეული ვაჟკაცი იყო, რომელიც მუდამ მის გვერდით იქნებოდა, ჭირშიც და ლხინშიც. მაშინ გაიფიქრა მედიკომ – რეზო მზეჭაბუკს ჰგავსო. ქალი ვაჟს დროებით დაემშვიდობა და თბილისში წამოვიდა დედის მოსავლელად.

იმხანად ტაბლიაშვილი “ქეთოს და კოტეს” იღებდა, მოჰკრა თუ არა მედეას თვალი, მაშინვე თქვა: “ეს იქნება ქეთო!” დაიწყეს ფილმის გადაღება. მედიკო გადაღებიდან მაშინვე სახლში, დედასთან გარბოდა. იგი დედასთან ერთად იწვა ჩაბნელებულ ოთახში. მხოლოდ რეზოს მონატრება აფერადებდა იმ პერიოდს. ნათესავები ურჩევდნენ, – დედაშენი საავადმყოფოში დააწვინეო, მაგრამ მედიკომ იცოდა, რომ დედას იქ ყოფნა ძალიან ეჯავრებოდა. ადრე დედა ფსიქიატრიულში რომ მიჰყავდათ და მკურნალობას უტარებდნენ, ახსოვდა, როგორ იტანჯებოდა, როგორ არ უნდოდა საავადმყოფოში წასვლა, ამიტომ საავადმყოფოზე უარი თქვა და დედა შინ დაიტოვა. დღისით გადაღებებზე მიდიოდა, გადაღების დამთვრებისთანავე კი სახლში მიიჩქაროდა და მთელ დანარჩენ დროს ავადმყოფ ქალთან ატარებდა. როცა დედას ჩაეძინებოდა, ლამფას მიიდგამდა (რათა დედას არ გაღვიძებოდა შუქზე) და ვინ იცის, მერამდენედ კითხულობდა რეზოს წერილებს.

რეზო თაბუკაშვილმა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი წარმატებით დაამთავრა და გა­ა­ნა­წი­ლეს ინ­გლის­ში, თუმ­ცა წარ­მა­ტე­ბულ კა­რი­ე­რა­ზე უარი თქვა, რად­გან არ უნ­დო­და მე­დე­ას­გან შორს ყო­ფი­ლი­ყო. დაბრუნდა თბილისში და მედიკო ცოლად შეირთო. ეს იყო არაჩვეულებრივად ლამაზი და მოხდენილი წყვილი. ერთ სფეროში მუშაობდნენ, ინტერესიც საერთო ჰქონდათ და ძალიან, ძალინ ბედნიერები იყვნენ.

სწორედ რეზოს სცენარის მიხედვითაა გადაღებული მხატვრული ფილმები: “წარსული ზაფხული”, “ჯვარცმული კუნძული”, “მზე შემოდგომისა”… ამ ბოლო ფილმზე რეზო ღიმილით ამბობდა: მედიკო ცხოვრებაშიც ზუსტად ისეთია, როგორიც “მზე შემოდგომისაშიო”.

სადაც კი გამოჩნდებოდნენ, უმალ ყველას ყურადღებას იპყრობდნენ – ორივეს საოცარი ხიბლი და მიმზიდეველობა ჰქონდა. თითქოს ასხივებდნენო. მათი დიდი ხნის მეგობარი და შვილის – ლაშას ნათლია, ჯაბა იოსელიანი, იხსენებდა: “ერთხელ მოსკოვში ვარ, ჯერ კიდევ არ ვიცნობ რეზოს და მედიკოს. ვზივარ რესტორანში მეგობრებთან ერთად, დარბაზი ხალხითაა სავსე, უკრავს მუსიკა, ლხენა ზენიტშია დაUუცებ… დუმდება მუსიკა, ხალხი ირინდება, შემოსასვლელისკენ იმზირება… ისეთი სიჩუმეა, როგორიც სასწაულის წინ შეიძლება იყოს. შევტრიალდი იქით, სადაც ყველას მზერა იყო მიმართული… დარბაზში იდგა ულამაზესი წყვილი, რომელიც თავისუფალ ადგილს თვალებით ეძებდა. მათთან მივიდნენ და მოწიწებით გზა გაუკვალეს კუთხეში მდგარ ორადგილიან მაგიდასთან. სანამ არ დასხდნენ, სანამ მუსიკა კვლავ არ აჟღერდა, წყვილს ვერავინ მოსწყვიტა თვალი. ესენი ჩემი რეზო და მედიკო იყვნენ…”

“თუ შექსპირს, როგორც ლირიკოსს, თავი არ მოეჭრა საქართველოში, შენს გაჩენას უმადლოდეს, ჩემო სიყვარულო” – რეზო თაბუკაშვილის მიერ ნათარგმნი შექსპირის სონეტების კრებული, რომელიც 1948 წელს გამოვიდა, მის ულამაზეს ცოლს და დიდ სიყვარულს, მსახიობ მედეა ჯაფარიძეს ეძღვნებოდა.

სი­ცო­ცხლის ბოლო პე­რი­ოდ­ში, მძი­მე დი­აგ­ნო­ზის დას­მის შემ­დეგ, რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი ე.წ “ლე­ჩკომ­ბი­ნა­ტის” სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მკურ­ნა­ლობ­და. მის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე კვი­რით ადრე, მე­დე­აც იმა­ვე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, ოღონდ რე­ზოს­გან მო­შო­რე­ბით, სხვა პა­ლა­ტა­ში. გვერ­დი­თა პა­ლა­ტი­დან მე­დე­ამ რე­ზოს წე­რი­ლი მის­წე­რა: “რე­ზი­კო, მომ­წე­რე რამე, თორე ვი­ტი­რებ და გა­ვიქ­ცე­ვი სახ­ლში”; რე­ზომ კი უპა­სუ­ხა: “ჩემო პა­კი­პუკ (ასე მი­მარ­თავ­და მო­ფე­რე­ბით), რამ ან ვინ შე­იძ­ლე­ბა დაგ­ვა­შო­როს ჩვენ?! გკოც­ნი ჩემო ერ­თა­დერ­თო, ლა­მა­ზო, ჩემო უსაყ­ვარ­ლე­სო…”

ეს იყო რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლის ბოლო წე­რი­ლი მე­დეა ჯა­ფა­რი­ძი­სად­მი. რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი 1990 წლის 3 აგ­ვის­ტოს გარ­და­იც­ვა­ლა.

მე­დეა ჯა­ფა­რი­ძე რე­ზოს გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში გარ­და­იც­ვა­ლა, 1994 წლის 31 მარტს. ორი­ვე მათ­გა­ნი დაკ­რძა­ლუ­ლია დი­დუ­ბის მწე­რალ­თა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა პან­თე­ონ­ში.

კომენტარები